დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია

access_time2020-09-23 19:00:54

„დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან“, - ასე ეხმაურება „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი ილია წულაია კომერსანტის სტატიას, სადაც თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის პროტესტზეა საუბარი. მმართველი გუნდის დეპუტატი აცხადებს, რომ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია მშენებლობას დარღვევების გარეშე, კანონის სრული დაცვით ახორციელებს.

 

„მესმის რომ მეზობლებს არ სიამოვნებთ მშენებლობა, ერჩიათ როდესაც ​გადმოიხედავდნენ ცარიელი ეზო დაენახათ და არა კორპუსი. მათი პოზიცია ჩემთვის გასაგებია. აქედან გამომდინარე მოხდა დაშორება კორპუსის და მაქსიმალურად შევეცადეთ მათი ინტერესების გათვალისწინებას, თუმცა ადგილობრივების სურვილი იყო, რომ საერთოდ არ აშენებულიყო.

 

თავის დროზე ყველანაირი გეოლოგიური დასკვნა გავაკეთეთ და ეს გაკეთდა შესაბამისი სტანდარტებით. თუ გრუნტის წყალია მიწაში ეს მშენებლობას არ ზღუდავს, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის კორპუსებიც, ერთი ჩვენი მშენებლობის გვერდითაა, ხოლო მეორე დააახლოებით 30 მეტრში. შესაბამისად თუ ჩვენი კორპუსი წყალზე დგას და არ შეიძლებოდა აშენება იმათი აშენება შეიძლებოდა? ახლა გაცილებით უკეთ, თანამედროვე ტექნოლოგიებით შენდება კორპუსები ხოლო მაშინ, როდესაც ის კორპუსები აშენდა უფრო ნაკლები შესაძლებლობები იყო. არ ვიცი ის კორპუსები რა ტექნოლოგიებით აშენდა, მაგრამ 100 პროცენტით ვიცი, რომ რაც ახლა შენდება სრულად შესაბამისობაშია გეოლოგიურ დასკვნასთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ამაზე ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს“, - აცხადებს ილია წულაია.

 

ადგილობრივები  ყურადღებას თბილისის მერის, კახი კალაძისა და არქი ჯგუფის დამფუძნებლის ილია წულაიას მეგობრობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ უსამართლობის განცდა აქვთ, რადგან მათი თქმით, პრივილეგირებულ ბიზნესმენებს საქართველოში ყველაფრის უფლება აქვთ. აღნიშნულ საკითხზე ქართული ოცნების გუნდის წევრი გვპასუხობს, რომ „არქი ჯგუფი“ ნებართვას 3 წლის განმავლობაში ელოდა და არანაირ მხარდაჭერას მერის მხრიდან ადგილი არ ქონია.

 

„თითქოს ნებართვა თბილისის მერთან ურთიერთობით მოვიპოვეთ. პროექტი შეთანხმებულია წინა მერის პირობებში, ეს საჯარო ინფორმაციაა და ამის გადამოწმება შესაძლებელია. პროექტის ტექნიკური კორექტირება არაერთხელ განხორციელდა, მაგრამ მოცულობა არ შეცვლილა, პირიქით შემცირდა სართულების რაოდენობა. განხორციელდა ტექნიკური კორექტირება რაც ყველა პროექტს სჭირდება და ამას დაგიდასტურებთ ნებისმიერი მშენებელი. დამატებითი მხარდაჭერა მას შემდეგ რაც კახი კალაძეა თბილისის მერი ამ პროექტთან დაკავშირებით არ მომხდარა.

 


წინა მესაკუთრემ როდესაც მიმართა არქიტექტურის სამსახურის რეკრეაციული ზონის შეცვლის მოთხოვნით, პირველად უარი მიიღო, თუმცა როდესაც განმეორებით მიმართა, ზონა შეიცვალა, მაშინ მერი იყო გიგი უგულავა. შესაბამისად ჩვენ 2014 წელს როდესაც შევიძინეთ მიწის ნაკვეთი, მაშინ უკვე ზონა შეცვლილი ქონდა და კოეფიციენტი იყო 3,5 . ზუსტად ამ კოეფიციენტის ფარგლებში 2017 წელს მივიღეთ ნებართვა, სამი წელი დაგვჭირდა. ძალიან დიდი თანხა გადავიხადეთ ინვესტორებთან ერთად და სამი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა პრეტენზია მერიასთან, რომ დიდი ხანი გაჭიანურდა პროექტის შეთანხმება. ამ ყველაფრის მერე უსამართლოა დამოკიდებულება, რომ ვიღაც ხელს გვიწყობს. ძალიან დაზარალდნენ ჩვენი პარტნიორებიც პროცესი ამდენი ხანი, რომ გაიწელა“, - განმარტავს ილია წულაია.

 

ადგილობრივი მოსახლეობა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ დეველოპერულმა კომპანიამ პროექტის კორექტირება ერთ დღეში განახორციელა, რომლის დახმარებითაც თავი აარიდა უსაფრთხოების ნორმების დაცვას. თუმცა ილია წულაია აცხადებს, რომ "არქი ფიჭვებში" ყველანაირი უსაფრთხოების ნორმა დაცულია.

 

„ნებისმიერი ტექნიკური კორექტირების დროს, მშენებელს შეუძლია მიმართოს არქიტექტურის სამსახურს, გადაიხადოს დაჩქარების ოფიციალური ღირებულება და თუ კანონიერი მოთხოვნაა არქიტექტურის სამსახური ვალდებულია დაგიკმაყოფილოს დაჩქარების ღირებულება. როდესაც შეთანხმდა პროექტი არასწორად ეწერა, მრავალფუნქციური შენობა, სინამდვილეში საცხოვრებელი სახლია. ჩვენ შეგვიძლია წარმოგიდგინოთ თუ რა თანამედროვე ხანძარ საწინააღმდეგო მეთოდებით კეთდება პროექტი“, - განმარტავს დეპუტატი.

 

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარება არ იყო მიზანშეწონილი იმის გამოც, რომ მიწის ნაკვეთს არ გააჩნდა სამანქანო გზა. თუმცა რადიკალურად განსხვავებული პასუხი აქვს ილია წულაიას.

 

„ძველი იპოდრომის შესასვლელთან არსებობს სერვიტუტი, რაც ნიშნავს იმას, რომ უფლება აქვს მანქანას მივიდეს ჩვენს ნაკვეთთან, ეს ოფიციალურად საჯარო რეესტრშია დარეგისტრირებული. მოსაზრება, რომ სამანქანო გზა არ არსებობს სრული აბსურდია, ამის გარეშე პროექტი არ შეთანხმდებოდა“, - განმარტავს წულაია.

 

ერთ-ერთი მოსარჩელე აცხადებდა, რომ მშენებლობის შედეგად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ, მომიჯნავედ მდებარე კორპუსს ბზარები გაუჩნდა. ამ საკითხზე „არქის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ კორპუსს ბზარი იმაზე ადრე ჰქონდა ვიდრე დეველოპერული კომპანია ძველი იპოდრომის შესასვლელთან მშენებლობას დაიწყებდა:

 

„ასევე გვედავებიან იმ საკითხზე რომ დავაზიანეთ მომიჯნავე კორპუსის საცხოვრებელი სახლი, მაგრამ ჩვენ წარვადგინეთ დასკვნა, რომ ჩვენი მშენებლობა არანაირ კავშირში არ არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოში არანაირი კითხვის ნიშანი არ იქნება, რადგან აბსოლუტურად აბსურდული მოთხოვნები და ბრალდებები აქვთ. რომელ სახლზეც არის საუბარი არასწორად არის აშენებული, ხიმინჯები არ აქვს და ჩვენ გავამაგრეთ, რათა ჩვენ ნაკვეთებთან შეხებაში არ ყოფილიყო, სახლს ბზარები ჰქონდა უფრო ადრე ვიდრე ჩენ მშენებლობას დავიწყებდით და პირიქით მადლობა გვეკუთვნის მომიჯნავე საცხოვრებელის მესაკუთრეებისგან. არ ვსაუბრობ ჰაერიდან მოტანილ სიტყვებით, ოფიციალურად არის დასკვნებში“, - განაცხადა დეპუტატმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up