„ქვეყანაში ტრანსპორტის განვითარების  ბევრი პროექტია გაჩერებული, არ შეიძლება არსებობდეს ინიციატივა, რომელიც მოსახლეობას  დაარტყამს“

„ქვეყანაში ტრანსპორტის განვითარების ბევრი პროექტია გაჩერებული, არ შეიძლება არსებობდეს ინიციატივა, რომელიც მოსახლეობას დაარტყამს“

access_time2020-01-14 13:30:11

„როდესაც ქვეყანაში ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით   ბევრი პროექტია გაჩერებული არ შეიძლება დრო იკარგებოდეს ისეთ ინიციატივებზე, რომელიც მოსახლეობას კიდევ ერთხელ დაარტყამს“-  პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ, თემატური მოკვლევას ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ეხმაურება.

 

დარგის ექსპერტები ფიქრობენ რომ, თუ სამომავლოდ მაინც დააპირებენ მსგავსი ინიციატივის გაჟღერებას, ქალაქში უკვე გაზრდილ ავტომობილების რიცხვს კი არ უნდა ებრძოლონ, არამედ იმას, თუ რა იწვევს მათი რაოდენომის ზრდას.  ქალაქში ავტომობილების სიჭარბეს, კი დავით მესხიშვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოუწესრიგებლობით ხსნის. რადგან  ბევრია ისეთი ადამიანი ვინც ყოველდღიური გადაადგილებისთვის, ავტომობილს არ გამოიყენებდა ავტობუსებისა და მიკროავტობუსის, როგორც რაოდენობრივი ასევე ხაზის პრობლემა, რომ მოგვარებული იყოს.  

 

მესხიშვილის თქმით,  თემატურ კვლევაში გაჟღერებული საკითხი მხოლოდ მოსაზრებაა და მის ინიცირებას პარლამენტი არ აპირებს მსგავს საკითხებზე მსჯელობის დროს უნდა გაითვალისწინონ რიგი პრობლემები, რომელის წინაშეც საზოგადოება დგას.   

 

„მსგავსი ინიციატივის შესახებ არ მსმენია და ალბათ ამ ნაბიჯს არც გადადგამენ, თან იმ მძიმე პოლიტიკური ვითარების დროს, როგორიც დღეს  ქვეყანაშია.  თუმცა იდეის დონეზე რაღაცის განხილვას, ჯობია  ის ძირეული პრობლემები  მოაგვარონ რაც უკავშირდება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. „-ამბობს დავით მესხიშვილი და იმ შეჩერებულ პროექტებზე საუბრობს, რომელიც სატრანსპორტო საშუალებებს უკავშირდებათ.



„ასეთ თემებზე მსჯელობაც კი არ უნდა იყოს, მაშინ როდესაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებია  შესატანი,   მართვის მოწმობის ქალაქის რეალურ სივრცეში  გადატანის საკითხი შეჩერებულია, ასევე  გაჩერებულია  მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის პროექტი, ჯერ ამ რეალურ პრობლემებზე უნდა იზრუნონ და შემდეგ გადავიდნენ მსგავს საკითხზე“-ამბობს მესხიშვილი.

 

„ოჯახში ავტომობილების რაოდენობასთან და მასზე დაწესებულ გადასახადზე არანაირი ინიციატივა არ არსებობს და ეს ინფორმაცია არასწორია,“- ასევე გამოეხმაურა მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი „კომერსანტის“ საშუალებით ინფორმაციას, სადაც ნახსენებია, რომ  ოჯახში 3 და მეტი მანქანის ფლობისთვის შესაძლოა, მოსაკრებელი დააწესონ.

 

მისი თქმით, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ თემატურ  მოკვლევაში საუბარი იყო რამდენიმე შესაძლო ვარიანტზე, თუმცა მისი განხორციელება არც ახლა და არც სამომავლოდ არ იგეგმება.

 

„თვეების წინ გარემოს დაცვის კომიტეტში, თბილისში ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევისას ისმინებოდა უამრავი მონაწილე პირის მოსაზრება, რომელიც არ აისახა კომიტეტის რეკომენდაციებში. უბრალოდ თავად პროცესის აღწერისას ანგარიშში მოხვდა, როგორც მოსაზრების გამოთქმის პრეცენდენტი. კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ, რომ მსგავსი ინიციატივა არ მუშავდება პარლამენტში და არც მსგავს ინიციატივას არ აქვს ადგილი.  შემდეგ ჯგუფი აკეთებს ანგარიშს სადაც შესულია ჯგუფის წევრების მოსაზრებები, მათ  შორის ეს მოსაზრებაც იყო და ბევრმა სააგენტომ გაიტანა ისე თითქოს მუშავდება კანონპროექტი რაც აბსურდია.“-აცხადებს წილოსანი.


შეგახსენებთ, რომ „კომერსანტი“ არსებული თემით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ოჯახში 3 ან მეტ მანქანის ყოლაზე შესაძლოა გადასახადი დაწესებულიყო.  თემატურ დოკუმენტში ისიცაა ნახსენები, რომ შეიძლება თბილისის მასშტაბით, მოსაკრებელი დაწესდეს ძრავის მოცულობის მიხედვით. შესაბამისად, შეღავათიანი პირობებით ისარგებლებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი, რომელიც უფრო ნაკლები მოცულობის ძრავის ავტომანქანას მართავს.


რაც უფრო დიდი მოცულობის ძრავი აქვს ტრანსპორტს, მით მეტია გამონაბოლქვი და ჰაერის დაბინძურება. უნდა არსებობდეს წახალისება მათთვის, ვინც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს მართავს, - ნათქვამია თემატურ დოკუმენტში.

 

ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up