„ მონოპოლია დარეგულირების გარეშე  კარგი საქმე არ არის“ - ქობულია გაზის კორპორაციაზე

„ მონოპოლია დარეგულირების გარეშე კარგი საქმე არ არის“ - ქობულია გაზის კორპორაციაზე

access_time2019-05-15 16:07:51

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ნავთობისა და გაზის კორპორაციის რესტრუქტურიზაციის და ნაწილობრივ პრივატიზაციის პროექტი ინიცირებულია.


ამის შესახებ ქობულიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


„არაფერი არ მოხდება რომ თბოელექტროსადგურები ნაწილობრივ პრივატიზებული იყოს. ის მაინც რეგულირებულ სფეროდ დარჩება“, - აცხადებს ქობულია.



ყოფილმა მინისტრმა კომერციული სეგმენტის კლიენტებისთვის ალტერნატიული შეთავაზების შესაქმნელად „გაზპრომთან“ ხელშეკრულების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ სეგმენტში ერთი მიმწოდებლის არსებობა მონოპოლიის ნიშნებს აჩენს.


„გაფორმდა ხელშეკრულება „გაზპრომთან“ გაზის შემოტანაზე კომერციული სეგმენტის კლიენტებისთვის ალტერნატიული შეთავაზების შესაქმნელად. ბევრი ლაპარაკი იყო ამაზე. საქართველოსთვის ძირითადი გაზის მომწოდებელი, რა თქმა უნდა, ყოველთვის აზერბაიჯანი დარჩება. რატომ? იმიტომ, რომ ეს უბრალოდ გეოგრაფიულად და ლოგიკურად ძნელი წარმოსადგენია, რომ სხვანაირად იყოს. აზერბაიჯანი აქვეა, მათი გაზი გადის მხოლოდ საქართველოზე, სხვანაირად გაზს ვერ გაიტანენ თავისი ქვეყნიდან პრაქტიკულად. რა თქმა უნდა, ის არის ჩვენთვის ბუნებივი პარტნიორი გაზის მოხმარებაში.


რა საკითხი იყო „გაზპრომთან“ და ალტერნატივის შექმნასთან დაკავშირებით? - წლების მანძილზე რატომღაც საქართველოს ჰყავს კომერციულ სექტორში ერთი მომწოდებელი და ეს სექტორი არ არის დარეგულირებული. ერთი მომწოდებელია და კომერციულ სექტორს იმ ფასად აწვდიან გაზს, რა ფასიც უნდათ. კითხვა არავის გასჩენია, რომ ეს ხდებოდა წლების მანძილზე? ასე იყო ამ მთავრობის და წინა მთავრობის პერიოდში. ერთი კომპანიაა და ის წყვეტს, რა ფასშიც უნდა, იმ ფასში მიაწოდოს. სხვა გამოსავალი არ აქვს კომერციულ სექტორს, რომ სხვისგან იყიდოს. ეს საკითხი არის მოსაგვარებელი ან უნდა შეიქმნას კონკურენცია ან თუ ეს მონოპოლიაა, უნდა იყოს რეგულირება. დაურეგულირებელი მონოპოლია, მე მგონი, არ არის კარგი საქმე“, - აცხადებს ქობულია.






ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე

 ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე
access_time2019-07-17 20:30:58
16 ივლისს, თბილისში მშენებლობაზე  16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაიცვალა. ის თბილისში სამუშაოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდან იყო ჩამოსული. მიმდინარე კვირს  კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა, შემთხვევა თუშეთი-ომალოს გზაზე, ჰესის მშენებლობაზე მოხდა. მომხდარ ფაქტებზე, ისევე როგორც მანამდე სამუშაო პროცსის დროს გარდაცვლილ ათობით მუშის საქმეზე,  გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზად...

აშშ-ს მთავრობა - Facebook-ის კრიპტოვალუტის წინააღმდეგ

აშშ-ს მთავრობა - Facebook-ის კრიპტოვალუტის წინააღმდეგ
access_time2019-07-17 19:30:46
აშშ-ს ხელისუფლების უკმაყოფილება Facebook-ის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტის - ლიბრას - გამო,  ახალ დონეზე ავიდა- ამჯერად მის წინააღმდეგ აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი გამოვიდა. მისი თქმით,...

Euronews - შილდა მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის მსოფლიოში საუკეთესოა

Euronews - შილდა მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის მსოფლიოში საუკეთესოა
access_time2019-07-17 18:20:46
შილდა მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის მსოფლიოში საუკეთესოა. ევრონიუსმა შილდა მსოფლიოს 5 საუკეთესო მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის დაასახელა. „შილდა“ ისეთ არქიტექტურულ ნიმუშებ შორის მოხვდა, როგორებიც არიან WOHA-ს არქიტექტურა, ტორონტოს ხის კოშკი გერმანიაში და სხვები. “ჯერჯერობით შილდა უდავოდ ჩვენი ფავორიტია, - წერს ევრონიუსი. შილდას ღვინის ქარხანა კახეთში მდებარეობს. ის ბრიტანული X-architecture-ის...

ლახვარი ზურგში - ყაზახეთმა „გაზპრომ-ნეფტი“ უკრაინაზე გაცვალა

ლახვარი ზურგში - ყაზახეთმა  „გაზპრომ-ნეფტი“ უკრაინაზე გაცვალა
access_time2019-07-17 20:00:52
ანტირუსული სანქციების ექო გაისმა ამჯერად მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე ახლო მეგობარ ქვეყანაში - ყაზახეთში.  ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო ერთ-ერთმა მსხვილმა ყაზახურმა კომპანიამ ურთიერთობები გაწყვიტა  „გაზპრომის“ შვილობილ კომპანია  „გაზპრომ-ნეფტ“-თან. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულ კომპანიას შეეზღუდა საქმიანობა ამ ქვეყანაში. ექსპერტების აღნიშნავენ. რომ ამ ისტორიამ შექმნა საშიში პრეცედენტი და მსოფლიოში სულ უფრო ნაკლები...

დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 16-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის ოცნების მაჟორიტარმაც

დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 16-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის ოცნების მაჟორიტარმაც
access_time2019-07-17 17:30:58
2019 წლის 11 ივლისის მონაცემებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა 40 წელს ზემოთ მყოფმა პარლამენტის 16-მა დეპუტატმა დატოვა. მათ შორისაა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილიც. მონაცემები On.ge-ს საჯარო ინფორმაციის სახით მიაწოდეს.   40 წლამდე პირებისთვის დაგროვებითი საპენსიო სისტემა სავალდებულოა, 40 წლამდე მყოფ პირებს კი შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში სისტემა დატოვონ.   დეპუტატები, რომლებმაც საპენსიო სქემა დატოვეს ქართული...


მსგავსი სიახლეები

up