დათო ტურაშვილის პერსონალური ბლოგი:საქართველოში ჩამოსული ვერცერთი სტუმარი, ვერ აგნებს ტუალეტს...არადა ტუალეტიც კულტურის ნაწილია

დათო ტურაშვილის პერსონალური ბლოგი:საქართველოში ჩამოსული ვერცერთი სტუმარი, ვერ აგნებს ტუალეტს...არადა ტუალეტიც კულტურის ნაწილია

access_time2019-08-30 20:00:56


ეს ბლოგი დათო ტურაშვილმა ზუსტად ერთი წლის წინ დაწერა “კომერსანტისთვის“. თუმცა პრობლემა დღესაც ისევ ისე აქტუალურია.


ძალიან კარგად მესმის იმ უცხოელების, რომლებსაც ძალიან მოსწონთ საქართველო – რამდენიმე ათეული წელია საქართველოში ვმოგზაურობ და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში მოგზაურობა, არასოდეს მომბეზრდება. მეტიც, იმდენ ქვეყანაშიც ვარ უკვე ნამყოფი, რომ შემიძლია ისიც გავიმეორო, რაც არაერთხელ მითქვამს – სამოგზაუროდ, საქართველოზე მაგარი ქვეყანა, უბრალოდ არ არსებობს.


თუმცა უცხოელ მოგზაურს, ტურისტსა თუ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ ნებისმიერ ვიზიტორს (როგორც მათ უწოდებენ ხოლმე ოფიციალურად), აქვს და ალბათ კიდევ კარგა ხანს ექნება ერთი (და ალბათ მთავარი) პრობლემა, რომელიც საქართველოში არსებობს ბევრი მიზეზის გამო და ჯერჯერობით, გამოსავალიც არ ჩანს.


ჯერჯერობით, საქართველოში ჩამოსული ვერცერთი სტუმარი, ვერ აგნებს ტუალეტს (ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე) იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ტუალეტები, უბრალოდ არ გვაქვს, რადგან ვთვლით, რომ ტუალეტის არ არის კულტურის ნაწილი და სამწუხაროდ, ძალიან ვცდებით.



ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, წარსულითა და კულტურის ძეგლებით, მაგრამ გვავიწყდება რომ ჩვენი უნიკალური მუსიკალური ფოლკლორით და კულინარიული შედევრებით, ქართული ცეკვებითა თუ ქართული ღვინით აღფრთოვანებულ სტუმარს, მერე აუცილებლად უნდება ტუალეტში შესვლაც, თუმცა ჩვენ ტუალეტები არ გვაქვს.


ჩვენ გვაქვს საუკეთესოდ მოვლილი, დაწკრიალებული და საგულდაგულოდ გალოკილი ტუალეტები ჩვენს ოჯახებში, მაგრამ როგორც კი სახლებიდან გავდივართ, ჩვენ გვაგიწყდება რომ ჩვენი სამშობლო, არა მხოლოდ ჩვენი სახლი და ოჯახია, არამედ მთელი ჩვენი ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია და სადაც საქართველოა, ყველგან ჩვენი სამშობლოა. ტუალეტი კი, ყველგან სუფთა უნდა იყოს (და არა მხოლოდ სახლში) და ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ადამიანს ყველგან უწევს (არა მხოლოდ სახლში) და ჩვენი მოთხოვნებიც (ტუალეტი რომ ყველგან სუფთა იყოს), სრულიად ლოგიკური, ლეგალური და რაც მთავარია, კონსტიტუციურია.


საქართველოს მოქალაქეების ნაწილს (როგორც ყოფილ საბჭოთა მოქალაქეებს), ნებისმიერი ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ვითარებაში შეუძლია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში სტუმრად მყოფი ადამიანების დიდი ნაწილი მიჩვეულია სუფთა და ცივილურ, ევროპულ და კეთილმოწყობილ ტუალეტს და აზიური ტიპის ფეხსალაგების გამოყენება, ფიზიკურადაც კი უჭირს. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში (სოფლებში არსებულ), ასეთი ტიპის ნაგებობებს, ხშირად ჩეჩმებსაც უწოდებენ, მაგრამ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში, ამის მსგავსიც კი არაფერი არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ უცხოელები, ძირითადად თავშეკავებული ხალხია, ზემოთქმულისგან თავის შეკავება, არათუ შეუძლებელი, მავნებელიც კია. არადა ტუალეტიც კულტურის ნაწილია და ერთადერთი, სადაც საქართველოს გზებზე, შეიძლება უშიშრად შეხვიდე, “სოკარის” ბენზინგასამართების ტუალეტებია და ბაქოში ყოფნის დროს (სხვათა შორის), ყველაზე მეტად, სწორედ საზოგადოებრივი ტუალეტების სიმრავლემ და სისუფთავემ გამაოცა.


ჩვენთან კი პირიქით - გაოცებული ვრჩები ხოლმე იმის აღმოჩენით, რომ საქართველოში (ზოგჯერ), ზრდასრული ასაკის ადამიანებმაც კი არ იციან ტუალეტში მოქცევის წესები და შეიძლება კარგად და ბოლომდე, უნიტაზის მოხმარება მართლა არ იცოდე, მაგრამ წყლის ჩარეცხვაც რომ პრობლებაა ამ ქვეყანაში, ეს ანადგურებს ჩემს ფსიქიკასა და ნერვულ სისტემას.


რამდენჯერ აღმომიჩენია საჯარო და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (კინოში თუ თეატრში), ჩაურეცხავი უნიტაზები და აყროლებული ტუალეტები და ამ ჯოჯოხეთის ავტორები, ალბათ ხშირად და ჩვეულებრივად, დიდი და განსხვავებული სასმისებით მიირთმევენ ხოლმე ზოგადად კულტურის და კონკრეტულად კი - ქართული კულტურის სადღეგრძელოს.


ალბათ ნებისმიერი მათგანიც, ნებისმიერ უცხოელ სტუმარსაც, აღტაცებით, სიამაყით და სიამოვნებით მოუყვებოდა ჩვენი დიდებული კულტურის შესახებ, მაგრამ ნებისმიერი ტურისტიც ადამიანია და როგორი გაკვირვებული, აღფრთოვანებული და გახარებულიც არ უნდა იყოს საქართველოში ნანახით და მოსმენილით (ის ნებისმიერი ტურისტი), ბოლოს მაინც ტუალეტს მოიკითხავს...





Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა
access_time2021-04-22 20:00:21
გლობალურმა ეკონომიკამ შესაძლოა 2050 წლისთვის მსოფლიოს შემოსავლების მეხუთედი დაკარგოს, თუ კლიმატის ცვლილების შესწავლის პროგრამამ კრახი განიცადა. განსაკუთრებული რისკის ქვეშ აზია იმყოფება - კვლევა  Swiss Re-მ გამოაქვეყნა.   მოხსენება, რომელიც ინსტიტუტმა გაავრცელა, ხაზს უსვამს, რომ შემოსავალი შესაძლოა 18 პროცენტით დაბალი იყოს ვიდრე მსოფლიოში, სადაც კლიმატის ცვლილება არაა მოსალოდნელი.   აღმოჩნდა, რომ თუ პარიზის შეთანხმების...

რუსეთ-ჩეხეთის კრიზისი - დააწესებს თუ არა რუსეთი ჩეხურ ლუდზე ემბარგოს?!

რუსეთ-ჩეხეთის კრიზისი - დააწესებს თუ არა რუსეთი ჩეხურ ლუდზე ემბარგოს?!
access_time2021-04-22 19:00:26
რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის „ფხიზელი რუსეთის“ წევრმა სულთან ჰამზაევმა რუსული რადიოსადგურის ეთერში ჩეხური ლუდის აკრძალვის აუცილებლობაზე ისაუბრა, ეს ყველაფერი კი ჩეხეთის ქმედებების პასუხად.   მისი აზრით ასეთ შემხთევვაში ჩეხეთის პოლიტიკური ჯგუფები გაიაზრებენ, რომ მათი განცხადებები შეიძლება ეკონომიკური შედეგების მომტანი იყოს მთელი ქვეყნისთვის. ჰამზაევის თქმით, რუსები შეძლებენ სასმლის გარეშე არსებობას , ხოლო აკრძალვა კი მოსახლეობაში ალკოჰოლის პოპულარობას...

22 აპრილი - რეგიონში თურქული ლირა ყველაზე მეტად გაუფასურდა

22 აპრილი - რეგიონში თურქული ლირა ყველაზე მეტად გაუფასურდა
access_time2021-04-22 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 22 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 22 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 23 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის top 10 საინტერესო ამბავი

დღის top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-22 21:00:01
15 -ამდე ბიზნესასოციაციის მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს - კერძო სექტორი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს   დარგთაშორისი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, რომ კერძო სექტორთან კომუნიკაციის სურვილი პრემიერმა მსხვილი ბიზნესის წარმომამდგენლებთან...

„BGEO-მ ფინანსური ზეწოლის ტაქტიკა გამოიყენა“ - რომან ფიფია სასამართლო დავას აგრძელებს

„BGEO-მ ფინანსური ზეწოლის ტაქტიკა გამოიყენა“ - რომან ფიფია სასამართლო დავას აგრძელებს
access_time2021-04-22 17:15:51
„დავა არ დასრულებულა, ის მიმართავს კანონით მისთვის მინიჭებულ ყველა საშუალებას რათა გააგრძელოს თავისი უფლებების დაცვა.“, - ამის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტს“  რომან ფიფიას წარმომადგენელმა მიაწოდა. საქმე ეხება  ინგლისის სასამართლოში BGEO PLC ჯგუფის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო პროცესს, რომელიც დღეს საქართველოს ბანკის ჯგუფის განცხადებით BGEO GROUP სასრაგებლოდ დასრულდა. ფიფიას წარმომადგენლის ინფორმაციით, „BGEO Group Limited“ გამოიყენა ფინანსური ზეწოლა, რომელიც მოსარჩელისგან...


მსგავსი სიახლეები

up