დათო დარჩია: ღატაკებში ვიყავი და ახლა მათხოვრებში გადავედი...  ერთი სული მაქვს, ამ ქვეყნიდან გავიქცე“

დათო დარჩია: ღატაკებში ვიყავი და ახლა მათხოვრებში გადავედი... ერთი სული მაქვს, ამ ქვეყნიდან გავიქცე“

access_time2019-04-18 11:25:10

“უკაცრავად და, ქვეყანა გვაქვს  ჩასვრილი (მე მაპატიეთ) და შესაბამისად, მსახიობებიც ჩასვრილი (კიდევ ერთხელ, ბოდიში) ვართ, როგორც ყველა სხვა პროფესიის წარმომადგენლები. არც კინოშია ფული და არც – თეატრში. დღეს ჩემი ხელფასით მათხოვრებში ვარ. ღატაკებში ვიყავი და ახლა მათხოვრებში გადავედი. ყველაფრი ცუდადაა და ერთი სული მაქვს, ამ ქვეყნიდან გავიქცე. იქ წავალ, სადაც შრომა და ნიჭი ფასდება. ამერიკაზე ვფიქრობ. ამ ეტაპზე მარტო ვაპირებ, მაგრამ ჩემს შვილებსაც ვურჩევ, აუცილებლად გაიქცნენ ამ ქვეყნიდან,  წერს სოციალურ ქსელში მსახიობი დათო დარჩია. 


“კომერსანტი მსახიობის facebook-სტატუსს უცვლელად გთავაზობთ: 



ყველაფერს ვყიდი. თუ გავყიდე, ყველაფერს დავალაგებ და მერე ვიზრუნებ წასვლაზე. თუ ვიზა ჩამირტყეს, კი არ წავალ, გავიქცევი ამ ქვეყნიდან. იქ, სავარაუდოდ, ჩემი პროფესიით არავინ მამუშავებს – მილიონია ჩემნაირიც და ჩემზე უკეთესიც, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთო, შრომა დაგიფასდება. რაც შემიძლია, არაფერს ვიუკადრისებ. ათასი ლარი მაქვს ხელფასი და ამ ფულით როგორ უნდა ვიცხოვრო? მთელი ფული გადასახადებს მიაქვს და რით ვარჩინო ექვსსულიანი ოჯახი, თავის ძაღლით, დარჩენილი ორასი ლარით? ზამთარი რომ მოდის, მეშინია, ყველაფრის გადასახადი ორმაგდება. ცალკე ბანკის ვალები და რაღა რჩება თვიდან თვემდე საარსებოდ.




ამ ეტაპზე მთელი ოჯახი ჩემზეა დამოკიდებული. პენსიონერი დედა რომ დაგეხმარება, რაღაზეა ლაპარაკი. ისიც, რით უნდა დამეხმაროს, საყურეს და ბეჭედს თუ მიიტანს ლომბარდში ან ვინმეს სთხოვს, რომ მასესხოს ფული. ვყიდი ყველაფერს, სახლიდან დაწყებული, ერთი ნამუსს ვერ გავყიდი, დანარჩენი – კი, ბატონო. გაქცევა მინდა, ქვეყანასაც ვეღარ ვიტან. ქვეყანამ რა დამიშავა, ამაზე ლამაზი არაფერი მეგულება ამ სამყაროში, მაგრამ ასეთი ადამიანების ხელში უკვე აღარც საკუთარი ქვეყანა მინდა. თეატრში ჩემს გარშემო იგივე მდგომარეობაა. ვისაც რამე აქვს გასაყიდი, ყიდის, ვისაც არა და ტირის,'  ასეთია მსახიობის პოზიცია.







საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება

საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება
access_time2019-08-19 17:30:56
საირმის ტყეში სამონადირეო კომპლექსის მოწყობის მიზნით რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. აუქციონი სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოპოვების მიზნით 2...

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება
access_time2019-08-19 15:55:25
ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში დღეს დაიწყო.  გადასაღებ მოედანზე ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ ბლოკბასტერში ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება.  ინფორმაცია “კომერსანტს“ თავდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, როგორი იღებენ ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა ერთ-ერთ ყველაზე...

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს
access_time2019-08-19 20:00:34
სახელმწიფო კრედიტების პროგრამა, რომელსაც მოსკოვი  სხვა ქვეყნებს სთავაზობს გასაიდუმლოებულია, თუმცა რუსულმა სააგენტო  rbc.ru-მ აღმოაჩინა სულ ცოტა  17 სახელმწიფო, რომელთა ვალდებულება რუსეთის მიმართ ჯამში 27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რუსეთის ხელისუფლება ტრადიციულად საიდუმლოდ ინახავს სხვა სახელმწიფოებისთვის მიცემულ ფინანსურ და საექსპორტოო კრედიტებს. ინფორმაცია  საჯარო მაშინ ხდება, როდესაც რუსეთი ხელს მთავრობათ...

„Gulf Georgia“ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს

„Gulf Georgia“  „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს
access_time2019-08-19 14:30:32
“კომერსანტის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელიც ამავდროულად  „Gulf Georgia“-ს  უმსხვილესი აქციონერია, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს. როგორც “კომერსანტს“ წყარომ განუცხადა მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „Gulf“-ი „ვისოლის“ რამდენიმე ავტოგასამართი სადგურების შეძენით იყო დაინტერესებული, ამჟამად კი მოლაპარაკებები მთლიანად „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვაზე...

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება - ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება -  ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -
access_time2019-08-19 13:00:19
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე წლის განმავლობაში 23 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. 10 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიაწოდა. ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა 2018 წელს არის აშენებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზა გამართულია და მაქსიმალურად არის აღჭურვილი ყველა საჭირო საგზაო ნიშნით. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო...


მსგავსი სიახლეები

up