დატბორილი პორტები ამერიკაში –  რა ზარალი მიაყენა ქარიშხალმა „ჰარვიმ“ ქართველ ავტოიმპორტიორებს?

დატბორილი პორტები ამერიკაში – რა ზარალი მიაყენა ქარიშხალმა „ჰარვიმ“ ქართველ ავტოიმპორტიორებს?

access_time2017-08-31 09:30:01

აშშ-ში, ტეხასის შტატში რამდენიმე დღის წინ მომხდარმა სტიქიამ საქართველოში საექსპორტოდ გამზადებული ავტომანქანების ნაწილიც დააზიანა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ავტოიმპორტიორები აცხადებენ, დაზუსტებული მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზარალი მიაყენა თითოეულ კომპანიას ამერიკაში მომხდარმა სტიქიამ, ამ დროისთვის არ არსებობს.

 

კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ ხელმძღვანელი გიორგი სურგულაძე განმარტავს, რომ ამერიკაში ავტომანქანების გამოგზავნის რამდენიმე წერტილი მოქმედებს. ეს არის, ჰიუსტონი, ნიუჯერსი, ჯორჯიის შტატი და კალიფორნია. ამერიკიდან იმპორტი პროპორციულ ნაწილებად იყოფა. როგორც სურგულაძე განმარტავს, ზარალი კომპანიას თითქმის არ მიადგა, ან თუ იქნება, ძალიან მცირე რაოდენობით, რასაც სადაზღვევო კომპანია 100 პროცენტით აანაზღაურებს.

 

„რამდენიმე მანქანა, რომელიც ნაყიდი იყო და ჯერ არ იყო კონტეინერში გადაყვანილი, არ დაზარალებულა. თვითონ პორტის არეა, სადაც ჩატვირთები ხდება, წყალდიდობაში არ მოყოლილა. სტიქიის ზონაში აუქციონების რამდენიმე ლოკაცია მოჰყვა, მანქანები ჩაიძირა, თუმცა, ჩვენ ყველა მანქანა დაზღვეული გვყვავს“ - აცხადებს სურგულაძე. მისი თქმით, ზარალი დიდი არ იქნება, საუბარია, სულ რამდენიმე მანქანაზე.

 

მისი განმარტებით, კომპანიას დაზღვევის სერვისი ავტომატურად, ყიდვის მომენტიდან აქვს. კომპანიები, რომლებსაც დაზღვევის ნაწილი ავტომანქანის ფასში ჩადებული არ აქვთ, ცდილობენ, მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური მოგება მიიღონ. შედეგად, ამ რისკებს არ ითვალისწინებენ. „ჰგონიათ, რომ არაფერი არ მოხდება“ - აცხადებს სურგულაძე.

 

მეორადი ავტომანქანების იმპორტიორი დავით რეხვიაშვილი აცხადებს, რომ ავტომანქანები ამერიკის თითქმის ყველა პორტიდან შემოჰყავთ. მისი თქმით, ამ დროისთვის ჰიუსტონის პორტი დახურულია, შესაბამისად, არ არსებობს ინფორმაცია ავტომანქანების მდგომარეობასთან დაკავშირებით.

 


„რა მოცულობის ზარალი გვექნება არ ვიცით, თუმცა, საკმაოდ ბევრი ავტომანქანა გვქონდა შესყიდული“ - აცხადებს რეხვიაშვილი.

 

მისი თქმით, შესყიდული ავტომანქანები დაზღვეული არ ყოფილა, რადგან დაზღვევა კონტეინერში ჩადების შემდეგ ხდება. „თუ ყველაფერი განადგურდა, მაშინ დაახლოებით 50 000 დოლარის ზარალზე იქნება საუბარი“ - აცხადებს რეხვიაშვილი.  

 

კომპანია „ქარ ექსპრესის“ ლოგისტიკის სამსახურის  ხელმძღვანელი ჯიმი ესებუა განმარტავს, რომ კომპანიამ ტეხასის შტატში მომხდარი სტიქიის გამო ამერიკიდან ავტომანქანების იმპორტი დროებით შეწყვიტა. „საბედნიეროდ გემებზე იყო დატვირთული და ზიანი არ მიგვიღია. თუმცა, ინფორმაცია ბოლომდე გარკვეული არ არის. შესაძლოა, იყოს რამდენიმე დაზიანებული ავტომანქანა“ - აცხადებს ესებუა.

 

მისი განცხადებით, კომპანიას იმპორტირებული ავტომანქანები დაზღვეული აქვს. „რამდენიმე სახეობის დაზღვევა გვაქვს, რაც 30 დოლარიდან 150 დოლარამდე მერყეობს. კლიენტებს არ ვავალდებულებთ დაზღვევას, თუმცა, ისინი ირჩევენ დაზღვევას“ - აცხადებს ესებუა.

 

რაც შეეხება იმას, თუ საქართველოში იმპორტირებული ავტომანქანების რა წილი მოდის ამერიკაზე, „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ეს წილი მთლიან ავტოიმპორტში დაახლოებით, 60–70 პროცენტს შეადგენს.

 

ქარიშხალი ჰარვი აშშ-ში, ტეხასის შტატში 26 აგვისტოს, ღამით დაიწყო. ის ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერია. ქარის სიჩქარემ ქარიშხლის ცენტრში 200-208 კმ/სთ-ს მიაღწია. სხვადასხვა მონაცემებით დაიღუპა 20-30 ადამიანი. ტეხასის შტატში წყალდიდობის გამო, 20 ათასი ადამიანი ჯერ კიდევ თავშესაფრებში რჩება. ამასთან, წყალდიდობისგან და ქარიშხლისაგან მიყენებული ზარალი საათობრივად იზრდება. The Guardian-ის მონაცემებით, ზარალმა შესაძლოა, 100 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 

 




თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up