„დასწრებაზე“ ნათქვამი უარი – მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები

„დასწრებაზე“ ნათქვამი უარი – მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები

access_time2021-09-01 15:00:17

პრემიერ–მინისტრის მიერ საგარეო ვალის შემცირების მოტივით „გაპრავებულ“ „ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას, ევროკავშირის დახმარებაზე უართან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ევროკავშირიდან მოჰყვა კრიტიკული განცხადებები.


მაგალითად, ევროკავშირის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ჯულიენ კრამპი საგანგებო ბრიფინგზე ამბობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, თუმცა ისიც დასძინა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ პირობები არ შეასრულა.


„პატივს ვცემთ რა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი...

ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე, - თქვა ჯულიენ კრამპმა.


ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტის დეპუტატი „ტვიტერზე“ წერს, რომ სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები.


„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები: სასამართლო სისტემა და ა.შ. თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.


მანამდე, 31 აგვისტოს, ღარიბაშვილისა და კობახიძის გადაწყვეტილებას ფეისბუქში გამოეხმაურა ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელმაც პრემიერის განცხადებას „პრევენციის მიზნით ნათქვამი ერთუჯრედიანი ქოცური ვირეშმაკობა“ უწოდა.



„რეალურად, ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების შეჩერება ნიშნავს მინიმუმ ათჯერ მეტის დაკარგვას, რადგან ყველა პოტენციური ინვესტორი ამ ფაქტის გამო, საქართველოს გადაიყვანს მაღალი რისკის ზონაში და შეაჩერებს აქტივობას. პოლიტიკურ შედეგებზე აღარაფერს ვამბობ“, – წერს ხუხაშვილი.


საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების სპეციალისტი ლაშა ძებისაშვილი მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ევროპასთან სამომავლოდ მეტი დისტანცირების ლოგიკას ხედავს.


„ამ ლოგიკით, როცა მთავრობა ევროკავშირის ფინანსურ ტრანშზე უარს ამბობს, ვითომ საკმარისი ფული ისედაც გვაქვსო (არადა ბოლო ორ წელიწადში რამდენიმე მილიარდი ვალი აგვკიდეს და უარი პოლიტიკური მოთხოვნებით არის მხოლოდ განპირობებული), მალე უვიზო მიმოსვლაზე და ბოლოს ევროპულ განვითარებაზეც იტყვის უარს!!!! უბრალოდ მაინტერესებს, სადამდე გაგრძელდება მათი მავნებლობა“, წერს ლაშა ძებისაშვილი სოციალურ ქსელში.


პრემიერის არგუმენტები

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ორშაბათს, 31 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში ევროკავშირის მიკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა ქვეყნის საგარეო ვალის შემცირების სურვილს დაუკავშირა.

რაც შეეხება მაკროფინანსურ დახმარებას, მე შევახსენებ მოსახლეობას, რომ ეს არის სესხი, რომლის ნაწილიც 2020 წელს ავიღეთ და 75 მილიონის მეორე ნაწილი იყო სესხი, ეს არ იყო გრანტი და დახმარება... ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა. ამიტომ, ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს, ჩვენ გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე. მთავარი არგუმენტაცია, მთავარი მოტივი არის ის, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, - განაცხადა ღარიბაშვილმა ორშაბათს, 31 აგვისტოს.


1–ელ სექტემბერს ღარიბაშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციისა და წევრობის განაცხადზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ეს არის პროცესი და საამისოდ საქართველო ყველა რეფორმას გაატარებს. მაგალითად, მისი თქმით, ძირეული რეფორმები გატარდა სასამართლოში.


"არავითარი... ეს არის პროცესი. ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის განცხადებაც. ნორმალური პროცესია. არსებობს გარკვეული შეუთანხმებელი პოზიციები, ჩვენ ძირეული რეფორმები განვახორციელეთ სასამართლოში და ეს პროცესი არ დასრულებულა, ამას სჭირდება... ერთ დღეში არ აშენებულა რომი, რომ იტყვიან, და ამას სჭირდება დრო", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

საქართველოს კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების დასაძლევად ევროკავშირმა 180 მლნ ევროს დახმარების პაკეტი და 150 მლნ ევროს მიკროსაფინანსო დახმარების მობილიზება მოახდინა. მიკროსაფინანსო დახმარების ნახევარი – 75 მლნ ევრო საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

 

რამდენიმე დღის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარმ მიშელმა „ტვიტერის გვერდზე დაწერა საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული არაფორმალური შეხვედრის შესახებ და მთავრობას შეთანხმების ერთგულება შეახსენა ფინანსურ მხარდაჭერაზეც გაამახვილა ყურადღება.

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ხაზი გაესვა, რომ რეფორმები ახლა საჭიროა ისე, როგორც არასდროს, მიკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს შეთანხმებებისა და რეფორმების დღის წესრიგის ერთგულება“, - დაწერა შარლ მიშელმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up