დასვენება რისკის ფასად - სტამბოლის ტერაქტების გამო ქართული ტურისტული ბიზნესი ფორსმაჟორშია

დასვენება რისკის ფასად - სტამბოლის ტერაქტების გამო ქართული ტურისტული ბიზნესი ფორსმაჟორშია

person access_time2016-06-29 12:00:24

სტამბოლში მომხდარი ტერაქტების გამო ქართული ტურისტული ბიზნესი ფორსმაჟორშია. 


ამ დროის მონაცემებით, ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტებს 36 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 200–მდე ადამიანი.


მომხდარის გამო გადაიდო ფრენები. პრობლემები უკვე შეექმნა ტურისტულ სექტორს. როგორც „კომერსანტის“ გამოკითხულ ტურისტულ სააგენტოებში აცხადებენ, მათ მუშაობა ფაქტობრივად ფორსმაჟორულ სიტუაციაში უ წევთ.

 

„ჯორჯიან თრეველ გრუპის" წარმომადგენელი ნატა რუხაძე მცირე კომენტარით შემოიფარგლება იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიაში არ წყდება ზარები იმის მოთხოვნით, რომ ანტალიის მიმართულებით გაყიდული ტურები გააუქმონ. მისი თქმით, „ჯორჯიან თრეველ გრუპს" თურქეთის მიმართულებაზე ძალიან ბევრი ტური აქვს გაყიდული.  კომპანიის ხელმძღვანელობა არსებულ ვითარებას აფასებს როგორც „საკმაოდ რთულს.“


Good travel–ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის სალომე გორგოძის თქმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლის ტურები კომპანიას გაყიდული არ აქვს, ვითარება კომპანიისთვის მაინც რთულია. მისი განცხადებით, პრობლემას ქმნის ის, რომ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ფრენა სტამბოლის გავლით ხდება.

 

„გვითხრეს, რომ უახლოეს საათებში გვეცოდინება რეისების განრიგები, ველოდებით მონაცემებს ავიაკომპანიებისგან"-აცხადებს გორგოძე.


მისი თქმით, ჯავშნების გაუქმების პრეცედენტი ჯერ კომპანიაში არ დაფიქსირებულა, თუმცა, როგორც გორგოძე განმარტავს, შესაძლოა ეს იქიდან გამომდინარეა, რომ ჯერ დილაა. გორგოძე არ გამორიცხავს, რომ დღის განმავლობაში ჯავშნების გაუქმების მოთხოვნით ზარები შევიდეს.



გორგოძის განმარტებით, სტამბოლში მომხდარი ტერაქტები საკმაოდ მძიმედ აისახება ზოგადად, ტურისტული კომპანიების შემოსავალზე, რადგან როდესაც სტამბოლში ასეთი რამ ხდება, ყველას დაუცველობის განცდა უჩნდება.


გორგოძე ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინათაც იყო მსგავსი ტერაქტი და მაშინ ტურისტების მხრიდან რეისების გაუქმების მოთხოვნა დაფიქსირდა. ჯავშნების გაუქმების შემთხვევაში მომხმარებელს ჯარიმის გადახდა უწევს.


ტურისტული კომპანია „ფლაი თრეველის" ხელმძღვანელი კახა ჯიმშიაშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის გაყიდული ტურები კომპანიაში უკან არ დაბრუნებულა, ჯავშნები არ გაუქმებულა, თუმცა, შესაძლოა დღის ბოლოსთვის სურათი რადიკალურად შეიცვალოს. ის დარწმუნებულია, რომ სამომავლოდ, თითქმის ყველა ადამიანი შეიკავებს თავს თურქეთში დასვენებისგან, რადგან შიშის ფაქტორი ძალიან მაღალია.


ჯიმშიაშვილის თქმით, რამდენიმე თვის წინ ასევე თურქეთში და საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის გამო, მის კომპანიას შემოსავალი საკმაოდ შეუმცირდა, ახლა კი, როდესაც სეზონი დაიწყო და მუშაობა მეტნაკლებად გააქტიურდა, ასეთი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ჯიმშიაშვილი ამბობს, რომ ეს ფაქტი ტურისტული კომპანიებისთვის მასშტაბური ზარალის მომტანი იქნება.


ათათურქის აეროპორტში 28 ივნისის ღამეს მომხდარ ტერაქტამდე, ასევე მიმდინარე წლის მარტში 37 ადამიანი დაიღუპა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი აფეთქების შედეგად.

 

მასზე პასუხისმგებლობა ქურთისტანის მუშათა პარტიისგან გამოყოფილმა დაჯგუფებამ აიღო. 6 დღის შემდეგ ISIS-ის თვითმკვლელმა თავი სტამბოლის ცენტრში აიფეთქა, რამაც 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.


ერთი თვით ადრე ანკარას ცენტრში, გენერალურ შტაბთან ახლოს დანაღმული მანქანა აფეთქდა. ტერორისტული აქტის შედეგად 28 ადამიანი გარდაიცვალა. პასუხისმგებლობა კვლავ ქურთისტანის დაჯგუფებამ აიღო. იანვარში კი ქალაქის ტურისტულ ცენტრში, "სულთან აჰმეტზე" ტერორისტი თვითმკვლელის ქმედებას 10 ტურისტის სიცოცხლე შეეწირა.


გახშირებული ტერაქტების გამო თურქეთის ტურისტული ინდუსტრია შემოსავლებს კარგავს. 


სეზონის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, მიმდინარე წლის აპრილში გავრცელდა ამერიკის საელჩოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია თურქეთში ტურისტების თავშეყრის ადგილებში ტერაქტების განხორციელების საფრთხის შესახებ. მაშინ ითქვა, რომ თურქეთის მთელი ტურისტული ინდუსტრიისთვის ეს მძიმე შედეგების მომტანი იქნებოდა.


თურქული მედია აპრილში წერდა, რომ ანტალიაში ასობით სასტუმრო იყიდება, ჯავშნების რაოდენობა კი 40%-ით იყო დაცემული წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით. სასტუმროები, რომლებიც აპრილში იხსნებოდა, დახურული იყო.

 

თურქეთი, რომელმაც ჯერ კიდევ ორი წლის წინ რეკორდული რაოდენობის, 37 მილიონი უცხოელი ტურისტის მიზიდვა შეძლო და ჰქონდა გლობალური ტურისტული მიმართულებების ტოპ-ხუთეულში შესვლის ამბიცია, ტურისტულ ბაზარზე პოზიციებს მკვეთრად კარგავს.




LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up