„დასრულებული შენობების ფარული დეფექტების სავალდებულო დაზღვევის შემოღება მიუღებელია“

„დასრულებული შენობების ფარული დეფექტების სავალდებულო დაზღვევის შემოღება მიუღებელია“

access_time2018-03-28 17:09:00

ასრულებული შენობების ფარული დეფექტების სავალდებულო დაზღვევა დეველოპერებისთვის მიუღებელია. ამის შესახებ   მენაშენეთა ასოციაციის აღმასრულებელმა  დირექტორმა(სამშენებლო კომპანია „არსის“ აღმასრულებელი  დირექტორი) თორნიკე აბულაძემ  „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა.


მისი შეფასებით, დღეს ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ახალ რეგულაციაზე, რომელიც ობიექტის მშენებლობის პროცესში შემოწმების ვალდებულებას გულიხმობს. აბულაძე აცხადებს, რომ ახალი ნორმით, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნება რგოლი, რომელშიც იქნებიან სერთიფიცრებული კადრები და რომლებიც მშენებლობების პროცესის  მიმდინარეობას გაუწევენ ზედამხედველობას.


მისი მტკიცებით, ამის გათვალისწინებით, დაზღვევის  საჭიროება არ დგას. გარდა ამისა, ობიექტების შემოწმება ადგილზე არსებული ინჟინრების და დეველოპერების მხრიდან ისედაც ხორციელდება. აბულაძის განმარტებით, შესაძლოა,ვისაუბროთ იმაზე, რომ სავალდებულო იყოს სერთიფიცირებული ხალხის პასუხისმგებლობის დაზღვევა. შედეგად, ამ კადრებს ჰქონდეთ იმის ვალდებულება,რომ ობიექტი შეამოწმონ და ობიექტური დასკვნა დადონ.


„ფარული დეფექტის, შესაბამისად, ფარული სამუშაოს პროცედურა შემდეგშია:  როდესაც რკინაზე ისხმება ბეტონი, თქვენ ვერ ნახულობთ იმას, ეს სწორად მოხდა თუ არა. ამას ნიშნავს ფარული სამუშაო. როდესაც კონსტრუქტორი პროექტს აკეთებს, ის ვალდებულია  ბეტონის  ჩასხმის წინ მივიდეს, დაათვალიეროს ობიექტი  და დაწეროს აქტი იმაზე, რომ ყველაფერი მისი პროექტის შესაბამისად სრულდება. მანამდე მისი პროექტის გადამოწმება სხვა სერთიფიცირებული ექსპერტის მიერ ხდება. მეორე საკითხია ის, რომ არმატურის ყველა პარტია  უნდა მოწმდებოდეს ლაბორატორიაში და მის მიერ გაცემული დასკვნები მშენებელს  ჰქონდს. ეს ეხება ბეტონსაც. ეს არის პროცესი და ამას დიდი კომპანიები აკეთებენ. ანალოგიური პრაქტიკაა საზღვარგარეთის ქვეყნებში.


საუბარი იმაზე, რომ შემოვიტანოთ დაზღვევა, რომელიც ამ ფარულ სამუშაოებს და შესაბამისად, დეფექტებს დააზღვევს, თან 10 წლის განმავლობაში, გამორიცხულია, აზრს მოკლებულია. მანქანების სავალდებულო დაზღვევა არ გვაქვს და როგორ შეიძლება საუბარი იყოს მშენებლობის დაზღვევაზე. მაინტერესებს,  ბოლო წლების განმავლობაში, ფარული დეფექტების გამო, რომელი ახალი სახლი  დაინგრა ან ამის გამო პრობლემა შეიქმნა? „-აცხადებს აბულაძე.



მისი განცხადებით, დეველოპერები და მენაშენეთა ასოციაცია  ეკონიომიკის სამინისტროსთან ბევრ რამეზე  თანამშრომლობს და მუშაობს, თუმცა, ეს არის საკითხი, რომელშიც არ ეთანხმება.  აბულაძე განმარტავს,რომ ეს არის დამატებითი ბიუროკრატია და დამატებითი რგოლის შემოტანა.


როგორც აბულაძე აცხადებს, დასრულებული შენობების ფარული დეფექტების სავალდებულო დაზღვევა სადაზღვევო კომპანიებისთვისაც სავარაუდოდ, ზედმეტ ბიუროკრატიას შექმნის.


„წარმოვიდგონოთ სადაზღვევო კომპანია, რომელმაც ეს ობიქტი უნდა დააზღვიოს. იმან უნდა დაიქირაოს ობიექტის შემმოწმებელი ანუ სერთიფიცირებული ექსპერტის კოლეგა, რომელიც ჩვენ ისედაც დაქირავებული გვყვავს. ან ჩემს მიერ აყვანილ ექსპერტს უნდა დააბაროს. საბოლოოდ, ან ვქმნით ზედმეტ ბიუროკრატიას, ან ვზდით ხარჯებს ან  ორივეს ერთად“-აცხადებს აბულაძე.


მისი თქმით, საბოლოოო ჯამში,გაძვირდება მშენებლობ, რაც ისევ და ისევ მომხმარებელზე  უარყოფითად აისახება.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 




„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up