დასრულდება თუ არა გასახურებელი თამბაქოს “კონტრაბანდის ეპოქა”  - IQOS-ი საქართველოში შემოდის?

დასრულდება თუ არა გასახურებელი თამბაქოს “კონტრაბანდის ეპოქა” - IQOS-ი საქართველოში შემოდის?

access_time2020-07-22 15:40:25

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ IQOS-ის მოწყობილობა ტრადიციული სიგარეტის ალტერნატივას წარმოადგენს. კომპანიის წარმომადგენლების აზრით, IQOS-ის მსგავსი უკვამლო პროდუქტები მომავალში ტრადიციულ სიგარეტს ჩაანაცვლებენ. PMI-ს განცხადებით, კომპანიის მიზანია დაეხმაროს მწეველ მოსახლეობას, გადავიდეს თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების მოხმარებაზე.


ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებით, IQOS-ის მოწყობილობა ახურებს თამბაქოს ღერს, რის შედეგადაც ნიკოტინის შემცველ აეროზოლს წარმოქმნის.


IQOS-ის მოწყობილობა საქართველოში ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი. ამ მიზეზით კი ქვეყნის ბაზარზე IQOS-ისა და სპეციალური გასახურებელი ღერების (HEETS-ის) არალეგალური გზით შემოტანის მცდელობები საგრძნობლად იზრდება.


საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  2020 წლის ივნისში, უწყების მონიტორინგის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით 375,000 ლარის ღირებულების უაქციზო თამბაქოს ნაწარმი გამოავლინა.


თამბაქოზე კონტრაბანდას უარყოფითი გავლენა აქვს არა მხოლოდ თამბაქოს მწარმოებელ კომპანიაზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკაზეც. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიერ მიღებულ თამბაქოს კონტროლის კანონში ჩანაწერი “თამბაქოს ახალი ნაწარმისა და გახურებადი თამბაქოს პროდუქტების” შესახებ მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში გაჩნდა. ამ დრომდე ქართული კანონმდებლობა ამ და ტრადიციული ტიპის თამბაქოს პროდუქტებს შორის დიფერენცირებულ მიდგომას არ ითვალისწინებდა.



საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თამბაქოს ახალ ნაწარმსა და გახურებად თამბაქოს პროდუქტებზე დიდი ინტერესი არსებობს.


ევროკავშირში, აშშ-ში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში ალტერნატიული პროდუქტების მნიშვნივნელობაზე უფრო აქტიურად საუბრობენ.


მაგალითად, 2018 წელს Public Health England-მა ანგარიშიც მოამზადა ელექტრონული სიგარეტის უპირატესობაზე ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით. ასევე, აშშ-ში კვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ დაწესებული მკაცრი რეგულაციების მიუხედავად, 2019 წლის დეკემბერში უწყებამ თანხმობა განაცხადა ქვეყანის ბაზარზე IQOS-ის შეტანის შესახებ. იაპონიაში კივარაუდობენ, რომ 2020 წლის ბოლოსთვის IQOS-ის წილი გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობების ბაზარზე 50%-ს გაუტოლდება.


დღეს IQOS-ის მოწყობილობა მსოფლიოს 54 ბაზარზე არის ხელმისაწვდომი და მოწყობილობის მომხმარებელთა რაოდენობა 10.6 მილიონს უტოლდება.


როგორი მიდგომა არსებობს საქართველოში?


2019 წლის დეკემბერში კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, „გასახურებელი თამბაქოს ან თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს შეტყობინება ნებისმიერი იმ ნაწარმის შესახებ, რომლის საქართველოს ბაზარზე განთავსებასაც გეგმავს იგი“. პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე 3 თვით ადრე შეტყობინება სამინისტროს უნდა მიეწოდოს სამინისტროს მიერ განსაზღვრული ფორმით.


კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების მიუხედავად, ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა “ფილიპ მორისი” საქართველოს ბაზარზე IQOS-ის კომერციალიზაციასა და კონტრაბანდული გასახურებელი მოწყობილობების „ეპოქის“ დასრულებას.


R


თეგები:
IQOS



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up