2020 წლის მეორე კვარტალში, უძრავი ქონება, ყველაზე მკვეთრად თურქეთში, ფილიპინებზე, გერმანიაში, სლოვაკეთსა და ესტონეთში გაძვირდა. ამის შესახებ გამოცემა Global Property Guide წერს.
თურქეთში უძრავ ქონებაზე ფასის ზრდამ 11,59% შეადგინა, ფილიპინებზე 11,52%, გერმანიაში 10,85%. სლოვაკეთში უძრავი ქონება 9,13%-ით გაძვირდა, ესტონეთში 8,28%-ით.
რიგ ქვეყნებში, კი უძრავ ქონებაზე ფასის შემცირება ფიქსირდება. ყველაზე მეტად, უძრავ ქონებაზე ფასის ვარდნა ეგვიპტეში გამოიკვეთა და 17% შეადგინა. მეორეა - პაკისტანი, (შემცირება 4,62%-ით), მესამეა პუერტო-რიკო, (4,44%-იანი კლება), მეოთხე მალტა (3,51%), ხოლო მეხუთე დუბაი, სადაც უძრავ ქონებაზე ფასი 3,27%-ით შემცირდა.
ანგარიშის თანახმად, უძრავ ქონებაზე რეალური ფასი მსოფლიო ბაზრის მოთამაშე 49 ქვეყნიდან, 33-ში გაიზარდა.
imedinews.ge