ყავა, კაკაო, შაქარი და ბამბა ის პროდუქტებია, რომელიც მსოფლიო ბირჟებზე ყველაზე სწრაფად ძვირდება. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
გამოცემის ცნობით, გასულ თვეში ლონდონის ბირჟაზე კაკაო 17%-ით, (ტონა $2488); ყავა -14%-ით, (კილოგრამი $2,47); ხოლო ბამბა და შაქარი 10-19% გაძვირდა.
პანდემიის დაწყებამდე ეს პროდუქცია მსოფლიო ბირჟებზე გაიაფდა. თუმცა ექსპერტების შეფასებით, მოსალოდნელია ფასების ზრდა. ამის ერთ-ერთი მიზეზია არასტაბილური და შესუსტებული დოლარი, რაც იმპორტიორ ქვეყნებისთვის პროდუქტს აძვირებს.
imedinews.ge