დასავლური ინტეგრაცია - როგორია აღმოსავლეთ ევროპის ხედვა?

დასავლური ინტეგრაცია - როგორია აღმოსავლეთ ევროპის ხედვა?

access_time2017-02-21 09:30:25

ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ატლანტიკურ საბჭოსთან ერთად ბალკანეთიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან, საქართველოდან და უკრაინიდან საპარლამენტო დელეგაციებს უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოდან „ქართული ოცნების" დეპუტატი კახაბერ კუჭავა და „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ელენე ხოშტარია ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს თემაზე, თუ რას მოელიან ეს ქვეყნები დასავლეთისგან, როგორია ევროინტეგრაციის მომავალი და არსებული კრიზისების გათვალისწინებით, როგორი უნდა იყოს ბრიუსელის და ვაშინგტონის მიდგომა რეგიონისადმი.


ევროპა საიმიგრაციო კრიზისთან და ბრიტანეთის მიერ გაერთანების დატოვებასთან ერთად, პოპულიზმის აღზევებას განიცდის. ძლიერდება პოპულისტი და რადიკალი მემარჯვენე პარტიების მხარდაჭერა საფრანგეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში. შეშფოთებას, გერმანიის და საფრანგეთის მომავალი არჩევნების კვალდაკვალ რუსეთის საკითხი იწვევს.

 

„არსებული სიტუაციის გათვალისწინებით და როდესაც თავისუფალ, ერთიან და მშვიდობიან ევროპაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია იმის მოსმენა, თუ როგორია იმ ქვეყნების წარმომადგენლების მოსაზრება ვინც ევროპისკენ მიისწაფიან", - აღნიშნა ალინა პოლიაკოვამ. პოლიაკოვა ატლანტიკურ საბჭოში ევრაზიის ცენტრის დირექტორის მოადგილეა.

 

ვაშინგტონში მოსკოვის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საკითხი მთავარ განსახილველ საკითხთა შორისაა. ამერიკის კონგრესი აშშ-ის ადმინისტრაციასა და რუსეთის კავშირების შესწავლას გეგმავს. ამ დროს, თუ როგორ პოლიტიკას აირჩევს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კრემლის მიმართ ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება. ევროპაში შიშობენ, რომ მომავალ არჩევნებზე მოსკოვი შესაძლოა შეეცადოს პირდაპირი და არაპირადიპი გზებით პოლიტიკურ ძალთა ბალანსზე გავლენა მოახდინოს. აღმოსავლეთ პარტიორობის ქვეყნები და ბალკანეთის ქვეყნები ამ პროცესს ყურადღებით აკვირდებიან.

 

„საქართველო ცდილობს უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს და NATO-ს. ჩვენ ვიმედონებთ, რომ უფრო წინ წავალთ ამ გზაზე. ჩვენ მივყვებით ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს, ჩვენ გვაქვს გამოწვევები, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება და სწრაფი ზრდა, რომლისთვისაც საჭიროა მშვიდობა არა მარტო ქვეყანაში, არამედ რეგიონში. ჩვენ ვცდილობთ პროგრესისკენ ნაბიჯის გადადგას, ჩვენ გვაქვს გამოწვევები, რომლის გადალახვასაც მოვახერხებთ“, - განაცხადა კუჭავამ.

 


"ამერიკის ხმის" კითხვას, მიიჩნევს თუ არა ქართული ოცნება პრორუსული ძალების მიერ საქართველოში პოპულარობის ზრდას და პრო-რუსული პარტიის პარლამენტში შესვლას პრობლემურად იმ ფონზე, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებას აშფოთებს მთავრობის მიერ „გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულება და ასევე, რას აკეთებს რუსული გავლენის შესამცირებლად "ქართული ოცნება", კახა კუჭავამ განაცხადა, რომ „ფაქტია ის, რომ პატრიოტთა ალიანსის 4-მა წარმომადგენლმა ორპარტიულ ინიციტივას ევროინტეგრაციის შესახებ მხარი დაუჭირა". რაც შეეხება რუსეთის გავლენის ზრდას, მისი თქმით, „ეს [რუსული გავლენის ზრდა] გლობალური ტრენდია და საჭიროა ამასთან ერთიანი ძალებით ბრძოლა." გაზპრომის თაობაზე მან აღნიშნა, რომ ეს იყო „არსებული ხელისუფლების მოლაპარაკება" და საქართველოს ენერგო რესურსები „ამ კომპანიაზე არ არის დამოკიდებული".საუბარი ასევე შეეხო საკითხს, თუ რამდენად შესაძლებელია ველოდოთ რეფორმების გაგრძელებას რეგიონში ისეთ სიტუაციაში, თუ ევროკავშირსა და NATO-ში წევრობის დაპირება არ იქნება განხილვის საკითხი.

 

"ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ვაშინგტონელ კოლეგებთან განაცხადა, რომ „საქართველო განაგრძობს და გააგრძელებს ევროკავშირთან დაახლოებას, რათა დარჩეს დემოკრატიული განვითარების მაგალითი რეგიონში."

 

ხოლო ახალი პარტიის, „მოძრაობა თავისუფლებისკენ - ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ საჭიროა დასავლეთთან უფრო აქტიური მუშაობა.

 

„აღმოსავლეთ ევროპაში, როდესაც დემოკრატიული რეფორმების ტალღა ვიხილეთ, თქვენ იცით რომ ეს პირდაპირ უკავშირდებოდა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და მშვიდობას და უსაფრთხოებას. მომდევნო ტალღა ვიხილეთ ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომელმაც დემოკრატიული რეფორმები მოიტანა და ახლა კითხვა მდგომარეობს იმაში, შევინარჩუნებთ თუ არა ამ რეფორმებს... თუ გვსურს რეფორმების შენარჩუნება, უსაფრთხოების და მშვიდობის შენარჩუნება ევროატლანტიკურ სივრცეში, ამისთვის საჭიროა იმის გაანალიზება, რომ ეს ქვეყნები ამ სივრცის ნაწილი არიან, როგორც მეორე მსოფლიო ომის და ცივი ომის შემდეგ მოხდა... პრობლემის არსი არის ის, რომ რუსეთს აქვს კოჰერენტული სტრატეგია და თანმიმდევრული პოლიტიკა, რაც მდგომარეობს მისი გავლენის გავრცელებაში, რაც ჩვენ ჩვენს რეგიონში ვნახეთ და ახლა აქ ვხედავთ...მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთს პოლიტიკური ფასი არ გადაუხდია ამისთვის... [მოსკოვი] ცდილობს იმის ჩვენებას, რომ ის [რუსეთი] ტრადიციული ღირებულებების დამცველია მაშინ, როდესაც [კრემლი] გვეუბნება, რომ დასავლეთი ჩვენს ღირებულებებს ძირს უთხრის. დასავალეთს არ აქვს ერთგვაროვანი ხედვა. საჭიროა გამოკვეთილი სტრატეგიის ქონა... ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვწუწუნებთ. პირიქით, ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშავოთ პარტნიორებთან, ვიყოთ ამბიციურები და ვაჩვენოთ, რომ ვართ ამ სივრცის ნაწილი და ვართ ერგულნი საერთო ღირებულებების", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

უკრაინის უმაღლესი რადის წარმომადგენელმა, პარტია „სამაპომოშიდან" ოლენა სოტნიკმა ისაუბრა უკრაინის მაგალითზე და თქვა, რომ უკრაინის შემთხვევაში დასავლეთს უნდა ესმოდეს ის, რომ რეფორმების განცხორციელების ტემპი და შესაძლებლობა ბევრ რესურს მოითხოვს. „საჭიროა, იმის გაცნობიერება, რომ ამისთვის დრო და რესურსებია საჭიროა", - განაცხადა ოლენა სოტნიკმა. მისი თქმით უკრაინის ისტორიის მანძილზე, მაიდანის რევოლუცია პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქვეყანამ რეალურად გადაწყვიტა გაყოლოდა ევროინტეგრაციის გზას. „ეს იყო იმის მცდელობა, რომ თავი დაგვეღწია რუსეთისგან... და წავსულიყავით ევროპისკენ, - აღნიშნა მან. „უკრაინაში რეფორმების კუთხით შიდა, სამოქალაქო საზოგადოების წნეხი არსებობს. თუმცა დასავლეთიდან მხარდაჭერის ჩვენება საჭიროა. პრო რუსული ძალები თამაშობენ მოლოდინებით [ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით] და ჩვენ გვჭირდება სიგნალი იმისა, რომ უკრაინა პარტნიორია და რომ თანასწორი პარტნიორია", - თქვა მან.

 

საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობენ, რის შემდეგაც კალიფორნიაში გაემგზავრებიან. ვიზიტი სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით ხორცილედება.

 

„ამერიკის ხმა“

 




მაჟორიტარი დეპუტატები NDI-ის კვლევის შედეგებზე - 90-იან წლების შემდეგ ჩემს მუნიციპალიტეტში პროგრესი თვალშისაცემია

მაჟორიტარი დეპუტატები  NDI-ის კვლევის შედეგებზე - 90-იან წლების შემდეგ  ჩემს მუნიციპალიტეტში პროგრესი თვალშისაცემია
access_time2019-09-17 19:00:57
გამოკითხულთა 49 % ფიქრობს,  რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 63% ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია; 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას უმთავრესად მთავრობას აკისრებს. 54% ამბობს, რომ გასულ წელს მკურნალობა გადადო, რადგან ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა. 48% -ის თქმით,...

„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს
access_time2019-09-17 17:00:35
„ომეგა ჯგუფი“ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ ტელეეთერში გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ომეგა ჯგუფის” განმარტებით, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ 2016 წლის 21 და 22 აპრილს ადგილი არ ჰქონია „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების კუთვნილი 4 მილიონი ლარის “თიბისი ბანკიდან” უკანონოდ გაცემას, რასაც შედეგად მოჰყვა აღნიშნული თანხის გამოძალვა, სინამდვილეს არ შეესაბამება და აღნიშნული თანხა არასამუშაო საათებში, საბანკო...

„ცხინვალელი“ ავტომფლობელები ვლადიკავკაზში საპროტესტო აქციებს მართავენ

„ცხინვალელი“ ავტომფლობელები ვლადიკავკაზში საპროტესტო აქციებს მართავენ
access_time2019-09-17 18:00:54
ოსი ავტომფლობელები, რომლებსაც ავტომობილები ჰყავთ ე.წ. „სამრეთ ოსეთის“ ნომრებით, უკვე რამდენიმე დღეა რუსეთში ავტომობილების დროებით შემოყვანის ახალ წესებს აპროტესტებენ. რადენიმე აქცია უკვე ჩატარდა სასაზღვრო პუნქტ ზარამაგთან და ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს ოფისთან. რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, ჩრდილოეთ ოსებმა მოიფიქრეს ქვეყანაში მოქმედი ავტომობილების განბაჟების უკიდურესად მაღალი განაკვეთის თავიდან არიდების სქემა - კერძოდ, ისინი...

ოთარ ნადარაია - იპოთეკურ სესხზე 200 ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება

ოთარ ნადარაია - იპოთეკურ სესხზე 200 ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება
access_time2019-09-17 16:00:04
მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღება აუცილებელი და გარდაუვალი იყო, – ამის შესახებ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით „თიბისი ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა. ნადარაიას შეფასებით, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება 50 პროცენტიან ეფექტურ საპროცენტო ლიმიტს, რადგან განსაკუთრებით არასაბანკო სექტორში, ამან პრობლემური სესხების წილი გაზარდა. „შესაბამისად, ეს გამკაცრება ვფიქრობ, აუცილებელი იყო და ეს საერთო აზრია. გამოიწვია თუ არა ამან საცალო...

ტერიტორიების მორიგი დავა მეზობელ სახელმწიფოსთან - საზღვრის მონაკვეთი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, შესაძლოა, სომხეთს გადაეცეს

ტერიტორიების მორიგი დავა მეზობელ სახელმწიფოსთან - საზღვრის მონაკვეთი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, შესაძლოა, სომხეთს გადაეცეს
access_time2019-09-17 20:00:45
სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო-სომხეთის საზღვრის დამდგენმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი (ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი) და მის ირგვლივ მდებარე არპის ნაციონალური ტყე-პარკი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოფიციალურად 1 სექტემბრიდან აღმოჩნდა. ინფორმაციას სოციალური ქსელების მომხმარებლების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებული ინფორაცია ან ოფიციალური დოკუმენტი არ...


მსგავსი სიახლეები

up