რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნები ზეწოლას ახდენენ მთელ რიგ სახელმწიფოებზე, რომლებიც არ უერთდებიან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამ განცხადებით პესკოვი ყაზახეთის მხრიდან რუსეთში რეექსპორტის ონლაინ-კონტროლის სისტემის შემოღებას გამოეხმაურა.
„დასავლეთის ქვეყნები, შეერთებული შტატების თაოსნობით, უხეშ ზეწოლას ახორციელებენ ქვეყნებზე, რომლებიც არ უერთდებიან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ეს მოითხოვს ყურადღებას ჩვენი მხრიდან და ამ სახელმწიფოების მხრიდან. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო კონტაქტებს პარტნიორებთან, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები“, - განაცხადა პესკოვმა.