დასავლეთი VS რუსეთი - ვინ რას ამბობს ნიკა მელიას დაკავებაზე

დასავლეთი VS რუსეთი - ვინ რას ამბობს ნიკა მელიას დაკავებაზე

access_time2021-02-23 22:00:00

ნიკა მელიას დაკავებასა და “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის შტურმს მსოფლიო მედია ეხმაურება. დასავლელი ჟურნალისტები წერენ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება მწვავდება და ქართული დემოკრატია საფრთხეშია, რუსული მედიისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მელია “ანტირუსული პროტესტის” ორგანიზატორი იყო.

პარტნიორების მწუხარება და გაფრთხილებები VS ამბავი ანტირუსი ბრალდებულის დაკავების შესახებ.

“ანტირუსული პროტესტების ორგანიზატორი”
დილიდან რუსული მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აშუქებს.

“საქართველოში სააკაშვილის პარტიის ლიდერი დააკავეს”, - წერს რუსული გამოცემა RBC.

კრემლის მიერ დაფინანსებული ტელეკომპანია RT ( იგივე Russia Today) კი კრემლის ნარატივს განავრცობს და მკითხველს შეახსენებს, რომ სწორედ სააკაშვილის დროს, 2008 წელს, “დაესხა საქართველო სამხრეთ ოსეთს”.

Russia Today-ს შვილობილი კომპანია, “სპუტნიკი”, თბილისში განვითარებულ მოვლენებს რამდენიმე რეპორტაჟს უძღვნის. მათ არც ის გამოჰპარვიათ, რომ ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრს მელიას დაკავებისთვის მადლობა გადაუხადა.

„რია ნოვოსტიმ“ საქართველოს სახალხო დამცველის კრიტიკული შეფასება გააშუქა, თუმცა შუა წინადადებიდან ამოჭრა ნინო ლომჯარიას სიტყვები, რომ 23 თებერვალი “საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლისთავია”.

რუსულენოვანი მედიასაშუალებების უმეტესობა, როდესაც მელიას დაკავების მიზეზებს ახსენებს, ხაზს უსვამს, რომ პროტესტი თბილისის ცენტრში 2019 წლის 20 ივნისის ღამეს არა ანტისაოკუპაციო, არამედ ანტირუსული იყო. ეს მედიასაშუალებები შერჩევითად გადმოსცემენ პროტესტის გამომწვევ მიზეზებს. იშვიათად ახსენებენ გავრილოვის პარლამენტში სტუმრობას და კიდევ უფრო იშვიათად იმას, რომ ის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდა.

20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებას ფაქტად ასაღებს “მოსკოვსკი კომსომოლეცი”:

“მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2019 წლის მოვლენების შემდეგ აღიძრა. ის ცნობილია, როგორც “გავრილოვის კრიზისი”. სააკაშვილის მხარდამჭერებმა ისარგებლეს იმით, რომ რუსმა პარლამენტარმა, სერგეი გავრილოვმა, ღონისძიების დროს შემთხვევით დაიკავა სპიკერის ადგილი, და მოაწყვეს მასობრივი არეულობა, საკანონმდებლო ორგანოს დაკავების მიზნით”.


“ოპოზიციის ლიდერის დაკავება” და დაპირისპირების ესკალაცია
დასავლურ მედიას კითხვებს უჩენს როგორც ნიკა მელიას დაკავების ლეგიტიმურობა, ისე დაკავების დროს გამოყენებული ზომები. ავტორიტეტული გამოცემები მკითხველს შეახსენებენ, რომ ნიკა მელია ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის ლიდერია, პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში დასდეს ბრალი.

ფრანგული „ლე პარიზიენ“ პოლიციის მიერ შტურმისას გამოყენებულ ძალადობას უსვამს ხაზს და ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილის “გაუმჭვირვალე” ბიოგრაფიაზე და იმაზეც, ვინ შეიძლება იყოს ქვეყნის რეალური მმართველი.

“ახალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის ძალიან ერთგული მხარდამჭერია, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანია. ეჭვობენ, რომ იგი ქვეყანას კულისებიდან აკონტროლებს”, - წერს გამოცემა.

თბილისში განვითარებულ მოვლენებს “ძალადობრივ შტურმს” უწოდებს BBC. მედიასაშუალება ჰყვება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ასობით სპეცრაზმელი იყო მობილიზებული და მათ მელიას მხარდამჭერების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

BBC-ს მოჰყავს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონის, შეფასება.

“შოკირებული ვარ ენმ-ს ოფისში დატრიალებული სცენებით. ყველაზე ნაკლებად საქართველოს ახლა სჭირდება ძალადობა და ქაოსი თბილისში. ყველა მხარეს მოვუწოდებ თავშეკავებით იმოქმედონ დღესაც და მომდევნო დღეებშიც”.

დიპლომატების ნეგატიურ რეაქციაზე წერს “Washington Post”-იც.

“დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატალინტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე”, - მოჰყავს გამოცემას ამონარიდი საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებიდან. ავტორი წერს, რომ ამერიკულ მხარეს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები პირველად არ აშფოთებს.

“საქართველო, რომლის მოსახლეობაც 3.7 მილიონი ადამიანია და რომელიც შავ ზღვას ესაზღვრება, მიჩნეული იყო უფრო დემოკრატიულად, ვიდრე მისი ორი მეზობელი და მას ნატოში გაწევრიანების ამბიცია გააჩნდა. მაგრამ უკანასკნელ წლებში ამერიკელმა კანონმდებლებმა საქართველოს ხელმძღვანელობისადმი მიწერილ წერილებში შეშფოთება გამოთქვეს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ნაბიჯი დემოკრატიულ უკუსვლას იწვევდა”.

ამასთან, სტატიაში ნავარაუდევია, რომ ხელისუფლების ქმედებები ქვეყანაში არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს და მიანიშნებს, პოლიტიკური კრიზისი ახალი ტრენდია რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებშიო.

ბრიტანული “გარდიანი” კი არ გამორიცხავს რისკებს, რომ “პოლიტიკური კრიზისი შესაძლოა სისხლიანი დაპირისპირებით დასრულდეს”. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ საფრთხემ და “ესკალაციამ დასავლურ ქვეყნებს უბიძგა ჩარეულიყვნენ, თუნდაც ფორმალურად, - მათ ოპოზიციასა და ხელისუფლებას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს”.

საფრთხეებზე ლაპარაკობენ ყოფილი დიპლომატებიც. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ, სააგენტო AFP-სთან საუბარში მელიას დაკავებას “დემოკრატიისგან უკუსვლა” უწოდა. მისივე თქმით, “დასავლეთის უფრო აქტიური ჩართულობის გარეშე ვითარება ძალიან სახიფათო შეიძლება გახდეს”.


www.radiotavisupleba.ge

თეგები:
ნიკა მელია



The Wall Street Journal: ნავთობი სწრაფად ძვირდება

The Wall Street Journal: ნავთობი სწრაფად ძვირდება
access_time2021-03-08 20:30:41
OPEC+-მა ახალ შეთანხმებას მიაღწია, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ნავთობის ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს - ალიანსის ქვეყნები მოპოვების მაჩვენებელს უცვლელად დატოვებენ. გამონაკლისის სახით, რუსეთს და ყაზახეთს ჯამური მოპოვების დღე-ღამეში 150 000 ბარელით გაზრდის უფლება მიეცა.შესაბამისად, პადნემიამდელ პერიოდთან შედარებით მოპოვების შემცირდება 6,9 მლნ. ბარელი იქნება, მაშინ, როდესაც აპრილში ეს მაჩვენებელ 9 მლნ.-ს...

Focus: ევროკავშირის ერთიანობა ვაქცინაციას ეწირება

Focus: ევროკავშირის ერთიანობა ვაქცინაციას ეწირება
access_time2021-03-08 19:00:31
ევროკავშირის ერთიანი ვაქცინაციის ფრონტი, არასაიმედოობის გამო, იშლება - სულ უფრო ხშირად სხვადასხვა ქვეყნები ინიციატივას საკუთარ თავზე იღებენ. ეს არა მხოლოდ ვაქცინაციის პრობლემებთან, არამედ ევროკავშირში ძალის ახალი ცენტრების გამოჩენასთანაცაა დაკავშირებული.კერძოდ, ავსტრია და დანია ისრაელთან ე.წ.  სავაქცინო ალიანსის შექმნას გეგმავენ. ევროკავშირის რეაქცია ამ დემარშზე მოზომილი იყო - ევროკომისიის წარმომადგენლის ერიკ მამერის თქმით, „ევროკავშირის...

"კომენდანტის გადაწევის შემთხვევაში შეიძლება რესტორნებს რამე ეშველოს" - გურამ ბაღდოშვილი

access_time2021-03-08 14:30:54
სარესტორნო ქსელ „ჩვენის“ დამფუძნებელი, გურამ ბაღდოშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ რესტორნების შიდა სივრცეებში მუშაობის დღეიდან განახლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შიდა სივრცეებისთვის გამკაცრებული რეგულაციები ისეთია, რომ შესაძლოა რესტორნების ნაწილი არც გაიხსნას.   „ზოგიერთ რესტორანს შიდა სივრცის ნაწილი ძალიან მცირე აქვს, აქედან გამომდინარე მგონია გახსნა არ უღირს. წარმოიდგინეთ, თუ 50 კვადრატული მეტრის ფართი გაქვს, სულ 5-6 ადამიანის მასპინძლობა შეგიძლია,“ - აცხადებს...

ეკვადორი, სომხეთი, კენია - სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ ყვავილებს

ეკვადორი, სომხეთი, კენია - სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ ყვავილებს
access_time2021-03-08 16:00:00
საქართველოდან ცოცხალი ყვავილების ექსპორტი გაიზარდა, ქვეყანაში იმპორტი კი შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან 39 870 აშშ დოლარის ცოცხალი ყვავილები გავიდა, ხოლო 2019 წელს - 28 830 აშშ დოლარის. რაც შეეხება იმპორტს, 2019 წელს საქართველომ 2,531 მლნ დოლარის ყვავილები შეიძინა, ხოლო 2020 წელს - 1,518 მლნ აშშ დოლარის. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ...

როგორი იქნება გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების ანაზღაურება?!

როგორი იქნება გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების ანაზღაურება?!
access_time2021-03-08 12:28:25
საზღვარგარეთ დროებითი დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის სარეგისტრაციო პორტალი მიმდინარე წლის 15 თებერვალს ამოქმედდა და გერმანიაში სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე ლეგალური დასაქმების მიზნით, საქართველოს 95 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე დარეგისტრირდა.როდის და რა პირობებით შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დასაქმებას, როგორია შერჩევის კრიტერიუმები და კიდევ რომელი ქვეყნების დამატება მოხდება...


მსგავსი სიახლეები

up