დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს

access_time2021-10-17 18:00:22

ევროკავშირი უკრაინაში რეფორმების პროცესის დამუხრუჭებით უკმაყოფილოა, უკრაინა კი თავის მხრივ უკმაყოფილოა ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის არარსებობით. ბრიუსელს და კიევს შორის ურთიერთობებში აშკარა სიცივე იგრძნობა.

ევროპის აუდიტის პალატამ სექტემბრის ბოლოს უკრაინასთან დაკავშირებით დამანგრეველი ანგარიში გამოაქვეყნა.

ევროკავშირი ათწლეულების მანძილზე უკრაინას პოლიტიკურ რეფორმებში და კორუფციასთან ბრძოლაში ყველანაირად ეხმარება, თუმცა, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ქვეყანაში გაყიდული მაღალჩინოსნების და ოლიგარქების გავლენა ერთი გრამითაც არ შემცირდა.

ბრიუსელის შეფასებით, 2014 წლიდან უკრაინამ ევროკავშირისგან დახმარების სახით 15 მლრდ. ევრო მიიღო. ამით ევროკავშირი  იმედოვნებს, რომ თავისი მოკავშირეს სტაბილიზებას და დასავლეთთან მეტად მიბმას მოახერხებს, თუმცა, ქვეყანა ევროგაერთიანებაში შესვლისგან დღეს ისე შორსაა, როგორც არასდროს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრი კულებას თქმით, პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირს კიევისთვის თუნდაც წევრობის პერსპექტივის დაპირების პოლიტიკური ნება არ გააჩნია. 

კიევს და ბრიუსელს შორის ურთიერთობების გაგრილება ვერ დამალა ევროკავშირი-უკრაინის სამიტმაც კიევში, სადაც ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ ლიაიდენმა და ევროსაბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა ბევრი თბილი სიტყვა წარმოთქვეს. ურსულა ფონ ლიაიდეის თქმით, უკრაინა და ევროკავშირი ერთმანეთს სულ უფრო მეტად უახლოვდებიან, თუმცა, კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა.


ზელენსკიმ საპასუხოდ კიევის და ბრიუსელის ურთიერთობები ასევე დადებითად შეაფასა, თუმცა, სტუმრებს შეახსენა, რომ „უკრაინა ევროპულ პერსპექტივას იმსახურებს“.

ევროკავშირის ლიდერებმა და ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი რამდენიმე შეთანხმებას მოაწერეს, მათ შორის, უკრაინის ევროპის საჰაერო სივრცეში ინტეგრაციის თაობაზე. ენერგეტიკის საკითხებში კი სტუმრებმა უკრაინას შეუზღუდავ დახმარებს შეჰპირდნენ.

რუსეთთან დაძაბული ურთიერთობების გამო უკრაინა თავის მეზობლისგან უშუალოდ და პირდაპირ გაზს არ ყიდულობს. ძირითადად, ბუნებრივი აირი უკრაინაში, შუამავლების მეშვეობით, სლოვაკეთიდან მოდის.

კიევი ძალიან უკმაყოფილოა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკად 2-ის" მშენებლობით, რომელიც მაინც და მაინც არ შეესაბამება კიევის მიმართ სოლიდარობას, რომელზეც ევროკავშირის ლიდერები მუდმივად საუბრობენ.

კიევს ასევე ევროპის იმედი აქვს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთთან ჰიბრიდულ ომში, თუმცა, არ მალავს, რომ ნატოში და ევროკავშირში წევრობის ნათელი და პროგნოზირებადი პერსპექტივა იქნებოდა ამ კუთხით ყველაზე სერიოზული დახმარება. ოფიციალური კისევის აზრით, სწორედ ესაა ის, რასაც ევროპა უკრაინას ვერ სთავაზობს.


ავტორი თენგიზ აბლოთია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up