დასავლეთი „თალიბანისთვის“ ავღანეთის უცხოური აქტივების გადაცემაზე მსჯელობს

დასავლეთი „თალიბანისთვის“ ავღანეთის უცხოური აქტივების გადაცემაზე მსჯელობს

access_time2021-12-04 14:30:04

თალიბებმა გაააქტიურეს დიპლომატიური ძალისხმევა ამერიკულ ბანკებში ავღანეთის აქტივების და ფინანსური დახმარების მიღების კუთხით.  ეს ძალიან აქტუალური საკითხია, რადგანაც ავღანეთი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე იმყოფება.

ამერიკა და მისი მოკავშირეები ავღანეთის ახალ ხელისუფლებას კონკრეტულ პოლიტიკურ პირობებს უყენებენ.

თალიბების მთავარი მხარდამჭერები არიან რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც საკითხის დეპოლიტიზებას მოითხოვენ. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ავღანური ფული დასავლურ ბანკებში ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტას, მაგალითად, წამლების ან სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას სასწრაფოდ უნდა მოხმარდეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით დიპლომატიური აქტიურობის ცენტრი ყატარის დედაქალაქი დოჰა გახდა. სწორედ იქ შედგა თალიბების შეხვედრა ევროკავშირის და ბრიტანეთის მაღალი დონის დიპლომატებთან.

ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა აბდულ კახარ ბალხის თქმით, მხარეებმა ქვეყანაში შექმნილი ჰუმანიტარული მდგომარეობა, ასევე ჯანდაცვის და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

„თალიბანის დელეგაციამ ევროპელ დიპლომატებს პოლიტიკური და ჰუმანიტარული საკითხების გაყოფისკენ მოუწოდა. მნიშვნელოვანია წინ სიარული თანამშრომლობის და არა ზეწოლის გზით, “ - განაცხადა მან.

ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ინფორმაციით კი, „დიალოგი ევროკავშირის მიერ ავღანეთის ახალი ხელისუფლების აღიარებას არ გულისხმობს  და ის მხოლოდ ევროპის და ავღანელი ხალხის ოპერატიული ურთიერთქმედების ნაწილია“.


ბრიუსელი თანახმაა ფული ქაბულს გადასცეს, ოღონდ კონკრეტული პირობების შესრულების შემთხვევაში, მათ შორისაა,  ამნისტია იმ ავღანელებისთვის, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ, ინკლუზიური მთავრობის შექმნა, გოგონებისთვის განათლებასთან წვდომის უზრუნველყოფ, და ავღანეთში ტერორისტული ორგანიზაციების მოქმედების აღკვეთა.

ვაშინგტონმა აღვანეთიდან ჯარები გაიყვანა, მაგრამ ისლამისტებზე ზეწოლის ძლიერი ინსტრუმენტი შეინარჩუნა. ჯერ კიდევ 15 აგვისტოს ბაიდენის ადმინისტრაციამ ავღანეთის მთავრობის რეზერვები ამერიკულ ბანკებში გაყინა. ზუსტი თანხა არ დასახელდა, თუმცა, საუბარია მილიარდებზე.

თალიბები ამ თანხების მათთვის გადაცემას მოითხოვენ და შესაბამისი მიმართვა კონგრესს დიდი ხნის წინ გაუგზავნეს.

აშშ-ი ს წარმომადგენელმა ავღანეთის საკითხებში ტომას უესტმა განაცხადა, რომ თალიბებს ფულის სწრაფი დაბრუნების იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რადგანაც თავად დაარღვიეს ნაკისრი ვალდებულებები.

„აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა თალიბები არაერთხელ გააფრთხილეს, რომ ძალაუფლების სამხედრო გზით დაუფლების შემთხვევაში, ფინანსური დახმარება საერთაშორისო თანამეგობრობისგან შეწყდებოდა. ამჟამინდელი კონტაქტები ვაშინგტონს და ქაბულს შორის თალიბების ხელისუფლების აღიარებას არ ნიშნავს და მათ სახსრებთან წვდომის მისაღებად დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ. ჩვენი პოზიცია ნათელი და გამჭვირვალეა - თალიბების ლეგიტიმურობა დამოკიდებულია ისეთ საკითხებზე, როგორცაა: ბრძოლა ტერორიზმთან, ინკლუზიური მთავრობის შექმნა, უმცირესობების უფლებების პატივისცემა და გოგონებისთვის განათლებასთან წვდომა,“ - განაცხადა უესტმა.

რუსეთთან ერთად, თალიბებს მხარდაჭერას ჩინეთიც უცხადებს.

„ცალმხრივი სანქციები და ავღანეთის აქტივების გაყინვა ქვეყანაში ჰუმანიტარულ კრიზისს აღრმავებს, ამიტომაც, ყველა დაბლოკილი აქტივები ნამდვილ მფლობელებს უნდა დაუბრუნდეს,“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩჟაო ლიცზიანმა.


ავტორი: თენგიზ აბლოთია

წყარო: kommersant.ru




24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-24 18:00:29
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.31 თეთრით 3.0763- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0712 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1 თეთრით 3.4808-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.76 თეთრით 4.1515-მდე, 100 რუსულ რუბლთან 11.10 თეთრით 3.9149-მდე, თურქულ ლირასთან 0.10 თეთრით 0.2287-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან კი 0.22 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.33 თეთრით 1.8134-მდე...

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება
access_time2022-01-24 15:00:50
საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა ძირითადად სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, თუმცა ნედლეული ძვირდება გლობალურ ბაზრებზე. ორივე ფაქტორი ერთად...

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია
access_time2022-01-24 12:55:57
საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი...


მსგავსი სიახლეები

up