დასავლეთი ლუკაშენკოს სანქციებით ემუქრება

დასავლეთი ლუკაშენკოს სანქციებით ემუქრება

access_time2020-08-14 19:50:28

იმ დროს, როდესაც ბელორუსიაში ქვეყნის პრეზიდენტი უხეში ძალით პროტესტის ჩახშობას ცდილობს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საგანგებო შეხვედრისთვის და ბელორუსული კრიზისის განსახილველად ემზადებიან.


ლიტვამ, ლატვიამ და პოლონეთმა ლუკაშენკოს ულტიმატუმი წარუდგინეს, ისინი მისგან ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებას ითხოვენ, წინაამღდეგ შემთხვევაში სანქციების შემოღებას არ გამორიცხავენ. სანქციების შემოღებას მხარს გერმანიაც უჭერს.


„თავის დროზე ევროკავშირმა ლუკაშენკოს წინაამღდეგ სანქციები გააუქმა იმის გამო, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით წავიდა. მაგრამ დღეს ჩვენ, ევროკავშირში, მინსკის მიმართ პოლიტიკის გადახედვაზე უნდა ვისაუბროთ“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა.


კოლეგებს მხარი ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარმა ჟოზელ ბორელმა დაუჭირა. მისი თქმით, არჩევნები ბელორუსიაში არც თავისუფალი და არც პატიოსანი არ იყო, ხოლო მათი ჩახშობის ზომები მიუღებელია. ევროკავშირში ბელორუსიის წინაამღდეგ სანქციების რამდენიმე ვარიანტი აქვს. მაგალითად, კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის დახურვა, როგორც ეს 2016 წლამდე იყო.



2020 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, ბელორუსიის საგარეო ვალი 39,5 მლრდ. დოლარია, მათ შორის 16,7 მლრდ. სამთავრობო, ხოლო 19,6 მლრდ. - კორპორაციული ვალებია. ამავე დროს ბელორუსიის ცენტრალური ბანკის რეზერვები სულ 9 მლრდ. დოლარია, მათ შორის რეალური უცხოური ვალუტა - მხოლოდ 4,2 მლრდ.-ია. დანარჩენია ოქრო, ფასიანი ქაღალდები და სხვა აქტივები.


ვალების გასტუმრება უკვე დღეს ბელორუსიის ფინანსთა სამინისტროსთვის დიდ თავის ტკივილს  წარმოადგეს - მას ძველი ვალების დასაფარად ახლების აღება უწევს. მაგალითად, 2020 წელს ბელორუსიამ 1,25 მლრდ დოლარის ობლიგაციები გამოუშვა, და მიღებული თანხა ვალების  მომსახურეობას მოხმარდება.


თუმცა, სანქციებმა შესაძლოა ეს პრაქტიკა დაასრულონ. მაშინ საგარეო ვალის გასასტუმრებლად მთავრობას შიდა ბაზარზე უცხოური ვალუტის შეძენა მოუწევს. ეს კი ბელორუსულ რუბლს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს, თანაც ეს იმ დროს, როდესაც 9 წლის მანძილზე ბელორუსული რუბლის კურსი ჯამურად 700%-ით დაეცა.


ქვეყანაში ზედმეტი ვალუტა არ არის - 2019 წელს ექსპორტმა ქვეყანაში 41,9 მლრდ, დოლარი შემოიტანა, თუმცა პარალელურად 42,2, მლრდ. იმპორტის მომსახურეობაზე დაიხარჯა. ეს სანქციების მხოლოდ მცირე ნაწილი, რომლითაც ევროკავშირს ლუკაშენკოს რეჟიმისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია. თუმცა, ექსპერტების აზრით, ყოველგვარი დათმობა ლუკაშენკოს მხრიდან გამორიცხულია - მან 2014 წლის უკრაინის მოვლენებიდან სათანადო დასკვნები გააკეთა და კარგად მოემზადა. ის ჩაახშობს გამოსვლებს ნებისმიერი ხერხებით დაარაფერს მოერიდება.


შედეგად, ლუკაშენკოს დახმარებისთვის მიმართვა კრემლისთვის მოიწევს, ხოლო ბელორუსიის ეკონომიკა რუსეთზე კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება.


finanz.ru

თენგიზ აბლოთია


თეგები:
ლუკაშენკო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up