დასავლეთი ფაშისტური გერმანია-იტალიისა და იაპონიის მსგავსი ბლოკის შექმნას იწყებს - პუტინი

დასავლეთი ფაშისტური გერმანია-იტალიისა და იაპონიის მსგავსი ბლოკის შექმნას იწყებს - პუტინი

access_time2023-03-26 14:30:14

დასავლეთი ფაშისტური რეჟიმების - გერმანია-იტალიისა და მილიტარისტული იაპონიის გაერთიანების მსგავსი ღერძის შექმნას იწყებს, ამაზე თავად დასავლელი პოლიტიკოსები საუბრობენ, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიაში.

 

პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ გასულ წელს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეთანხმდა ბლოკის განვითარების ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, სადაც საუბარი იყო, რომ NATO აპირებს ურთიერთობების განვითარებას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან: ახალ ზელანდიასთან, ავსტრალიასთან და სამხრეთთან კორეასთან.

 

„ისინი აცხადებენ, რომ შექმნიან გლობალურ NATO-ს აბა, რა არის ეს? თქვა პუტინმა.

 


მან ასევე აღნიშნა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და იაპონიამ წლის დასაწყისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო სფეროში კონტაქტების დამყარებისა და ურთიერთობების განვითარების შესახებ.

 

„სწორედ ამიტომ ამბობენ დასავლელი პოლიტიკოსები, რომ დასავლეთი 1930-იან წლებში არსებული ფაშისტური გერმანიისა და იტალიის და მილიტარისტული იაპონიის ბლოკის მსგავსი ღერძის შექმნას იწყებს“, - განაცხადა პუტინმა.

 

2022 წლის 29 ივნისს NATO-ს ქვეყნებმა დაამტკიცეს ალიანსის განვითარების ახალი სტრატეგიული კონცეფცია, სადაც რუსეთი აღიარებულია, როგორც „ყველაზე საშიში და პირდაპირი საფრთხე NATO-ს უსაფრთხოებისთვის, ასევე „მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ევროატლანტიკურ ქვეყნებში. ამავდროულად, ალიანსი აცხადებს, რომ ის მოსკოვთან დაპირისპირებას არ ესწრაფვის და ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ბლოკმა გამოთქვა მზადყოფნა შეინარჩუნოს საკომუნიკაციო არხები რუსეთის ფედერაციასთან რისკების შესამცირებლად და ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.


თეგები:
პუტინი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up