შრომის ინსპექტორმა დასაქმებულთა აღრიცხვის საჭიროება, რაც შრომის კოდექსით მარტიდან უნდა ამოქმედდეს, მათი უფლებების დაცვის მიზნობრიობით ახსნა.
ე.წ ტაბელის გადაბრუნების ვალდებულებაც ფორმალიზაციის ნაწილია, რაზეც ფერაძის თქმით ბიზნესთან კონსესუსია. აღნიშნა, რომ თანამშრომლის სამსახურში მისვლა-წასვლის რეგისტრაცია, შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოებას უკავშირდება.
ინსპექციას კომპანიის გეგმიური და არაგეგმიური შემოწმების უფლება მიეცა და გარკვეულ დოკუმენტს უნდა დეყრდნოს, შეფასებისას. რამდენად დაცულია დასაქმებულის უფლებები, დამსაქმებელს ზეგანაკვეთურად ხომ არ ამუშავებენ.
ფერაძეს თქმით, ფორმალიზების გარეშე უფლებების დაცვის ღონისძიებებს ინსპექცია ვერ აღასრულებდა.
შრომის კოდექსი დამსაქმებელს სამუშაო საათების, მათ შორის გაცდენილი სთ-ის ზუსტ აღრიცხვას ავალდებულებს. შემოდის ანგარიშფაქტურების შევსების ყოველთვიური ვალდებულება და დაარქივება.
სავალდებულო დოკუმენტში, დამსაქმებლის შესაყვანი სავალდებულო ცხრლი 2 პუნქტიანი და ანბანში რამდენი ასოც გვაქვს თითქმის იმდენკომპონენტიანი, ბოლოა - ღან.
თუ ორგანიზაციის/სტუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია შემვსები, ფორმა ორგანიზაციის/სტუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ხელმოწერით დასტურდება.
gbc.ge