დასაქმებულების რაოდენობა, რომელთა ხელფასი ₾9600-ზე მეტია წლიურად 42%-ით გაიზარდა - PMC

დასაქმებულების რაოდენობა, რომელთა ხელფასი ₾9600-ზე მეტია წლიურად 42%-ით გაიზარდა - PMC

access_time2022-06-22 18:00:00

2022 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასის სახით 9,600 ლარზე მეტს იღებდნენ, წლიურად 42%-ით გაიზარდა. 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი ზრდა 96%-ია. PMC კვლევითი ცენტრის განცხადებით, მიმდინარე წლის მაისში, 9,600 ლარზე მაღალი ხელფასი მთლიანი დასაქმებულების 1.4%-ს ჰქონდა.


2022 წლის მაისში, დასაქმებულთა 24.3%-ის ხელფასი 600 ლარამდე იყო, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის მაისთან შედარებით, 8 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.


მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასის სახით 2,400 ლარზე მეტ იღებდნენ, 16.7%-ს შეადგენდა. მაჩვენებელი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის მაისთან შედარებით კი, 5.9 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.


PMC-ის ინფორმაციით, 2022 წლის მაისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასს იღებდნენ, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5%-ით, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.6%-ით გაიზარდა.



2022 წლის პირველი კვარტლის შრომის ბაზრის ინდიკატორები ასე გამოიყურება:


სამუშაო ძალა - 1 მლნ 491 ათასი ადამიანი;
დასაქმებული - 1 მლნ 201 ათასი ადამიანი;
დაქირავებით დასაქმებული - 818 ათასი ადამიანი;
თვითდასაქმებული - 382 ათასი ადამიანი;
უმუშევარი - 290 ათასი ადამიანი;
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე - 49.9%;
დასაქმების დონე - 40.2%;
უმუშევრობის დონე - 19.4%.



კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, jobs.ge-ზე 33,703 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 67%-ით, ხოლო 2019-2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 101%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.


2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, 9,635 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, 7,123 ვაკანსია - ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, 11,339 ვაკანსია კი - ტექნიკურ/ლოგისტიკურ კატეგორიაში.


წყარო: businessformula.ge


თეგები:
ხელფასი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up