დასანგრევია თუ არა ახალი შენობები - დეველოპერები სეისმოლოგებს და გეოლოგებს პასუხობენ

დასანგრევია თუ არა ახალი შენობები - დეველოპერები სეისმოლოგებს და გეოლოგებს პასუხობენ

access_time2018-02-23 17:12:52

სამშენებლო ბუმი, რომელმაც დედაქალაქი მთლიანად მოიცვა, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს. 

გეოლოგები და სეისმოლოგები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, ძლიერ მიწისძვრას მოჰყვეს. პრობლემა ქაოტური და უკონტროლო მშენებლობებია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლადაშენებული კორპუსების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს.



პრობლემა გეოლოგიური დასკვნაა, რომლეიც კორპუსის მშენებლობამდე გაიცემა. გეოლოგიური რევიზია აჩვენებს გრუნტის სახეობას, სიღრმეს. ის არის მთავარი სახელმძღვანელო სამშენებლო მასალის, ტექნოლოგიის, მთელი პროექტისათვის მომავალში.



დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე, ამბობს, რომ გეოტექნიკური სამუშაოები ყალბდება და 100 ლარად ნებისმიერ ფურცელს იყიდი. ამასთან, გეოლოგების ლიცენზირება არ არსებობს და, შესაბამისად, ამ პროფესიის ადამიანების კონტროლის მექანიზმი სახელმწიფოს არა აქვს.

 


თბილისში არსებული სამშენებლო პოლიტიკის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია, არქიტექტურის სამსახურს, სხვა საბუთებთან ერთად, წარუდგინოს გეოტექნიკური დასკვნაც. დასკვნაზე კი კერძო კომპანიები და ფიზიკური პირები მუშაობენ. ქანების შესწავლის პროცესს და შედეგს სახელმწიფო არ აკონტროლებს. ის ექსპერტს უპირობოდ ენდობა.



არამხოლოდ გეოლოგიურ ექსპერტიზაზე, მერია პასუხს არც მშენებლობის ხარისხზე აგებს, რომელიც საქართველოში უკიდურესად მოძველებული ნორმებით რეგულირდება. 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისში 2002 წელს დაფიქსირდა. სეისმოლოგები ასეთ რყევას სუსტი მიწისძვრის კატეგორიაში მიითვლიან. მიუხედავად ამისა, თბილისში 12 000 შენობა დაზიანდა, უკლებლივ ყველა სკოლა, რის გამოც სასწავლო პროცესი შეჩერდა. იყო მსხვერპლიც. გარდაიცვალა 7 ადამიანი.


კომპანია “GDG+”-ის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე არ ეთანხმება სეისმოლოგებისა და გეოლოგების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი აშენებული ან მშენებარე კორპუსები არამდგრადია. მისი თქმით, დედაქალაქში არ მოიძებნება მშენებელი, ვინც გელოგიურ დასკვნას არ გააკეთებს, რადგან აღნიშნული ყველაზე მნიშვნელოვანია კონსტრუქციული სქემის შესადგენად.



“არ ვიცი რა ხდება რეგიონებში, მაგრამ დარწმუნებული ვარ ქალაქში რომელიმე კორპუსი სეისმურად არამდგრადი და საშიში იყოს. პირადად, ჩვენ ყოველთვის პროფესიონალ გეოლოგებთან დავდივართ. რაც შეეხება თავად მშენებლობის ხარისხს, სიმართლეა რომ ეს მხარე ძველი ნორმებით რეგულირდება, თუმცა არსებობს პროგრამა, რომელიც მაღალ დონეზეა შემუშავებული და სწორედ ამის მიხევდით ვმოქმედებთ, ამიტომ არც ამ მიმართულებაშია რაიმე ხარვეზი”,- აცხადებს წაქაძე.



ბეჟან წაქაძის პოზიციას იზიარებს კომპანია “რედკოს” პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაურიც. მისი თქმით, აღნიშნული საკითხის შესახებ მუშაობა ინდივუდუალურ მიდგომას საჭიროებს.



“რის საფუძველზე აკეთებენ სეისმოლოგები და გელოგოები ამ განცხადებას, ჩემთვის გაუგებარია. თუ არის კონკრეტული შემთხვევა და გაკეთდა ექსპერტიზა, მაშინ ეს საქმე ინდივიდუალურად უნდა შეისწავლონ”, – აცხადებს კუნელაური.



მისივე თქმით, არასწორია გეოლოგების ლიცენზირების დღის წესრიგში დაყენების საკითხიც, რადგან ამ გზით შესაძლოა კორუფიის ახალი წყარო გაჩნდეს.



“არ ვეთანხმები არც გეოლოგების ლიცენზირების აუცილებლობას, ეს არ არის კვალიფიცირებული საქმის განმსაზღვრელი. იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე კომპანიას ლიცენზია მიენიჭება, ამან შესაძლოა კორუფციის ახალი წყარო გააჩინოს და ბაზარზე გარკვეული პროდუქტების მიღების შესაძლებლობაც გააძვიროს. ზოგადად მიმაჩნია, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში პროცესები ნაკლებად ბიუროკრატიული უნდა იყოს და იმედია ასეც იქნება”, – განმარტავს კუნელაური.



ერთადერთი ვინც აღნიშნულ მიმართულებაში შესაძლო ხარვეზებს ეთანხმება, ეს კომპანია “საბა კონტრაქშენის” ხელმძღვანელი ლევან თარგამაძეა. მისი მტკიცებით, კერძო დაკვეთებზე არ ვრცელდება სავალდებულო ზედამხედველობა, ამიტომ შეცდომები შეიძლება არსებობდეს.



“ჩვენი მიმართულება საბინაო კორპუსების მშენებლობა არ არის. ძირითადად სახელმწიფო პროექტებზე ვმუშაობთ, სადაც სავალდებულო ზედამხედველობის სხვა სისტემაა. რაც შეეხება კერძოს, იქ შეიძლება რაიმე შეცდომები იპარებოდეს და ზედამხედველობის აუცილებლობის შემთხვევაში ხარისხი ალბათ უფრო იქნება დაცული”,-აღნიშნავს თარგამაძე.



მისივე თქმით, სხვა საკითხია კონკრეტულად სეისმური პრობლემა, რადგან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო კონსტრუქციები გათვლილია 8 ბალიან სისტემაზე.



“როგორც ვიცი, ყველა კონსტრუქცია სწორედ 8 ბალიან სისტემაზეა გათვლილი და ის თუ ტექნიკური ნორმების დაცვითაა აშენებული, მაშინ პრობლემა არ უნდა იყოს. რაც შეეხება თავად მშენებლობის ხარისხს, ვფიქრობ კარგი სტანდარტებია ჩვენთან. უბრალოდ, მთავარია დავიცვათ ეს სტანდარტი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ კუთხით რაიმე მნიშვნელოვან სირთულეს ვერ ვხედავ, მაგრამ რაც შეეხება ზედამხედველობის საკითხს, ეს ალბათ საჭიროა”, – აცხადებს თარგამაძე.

 

წყარო : ბანკები და ფინანსები

 



ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-28 21:00:46
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....


მსგავსი სიახლეები

up