,დასანანია, რომ BITFURY–ის მომავლის ტექნოლოგიის პროექტის რეპუტაცია პოლიტიკური ქულების ჩაწერას ეწირება

,დასანანია, რომ BITFURY–ის მომავლის ტექნოლოგიის პროექტის რეპუტაცია პოლიტიკური ქულების ჩაწერას ეწირება

person access_time2016-04-20 17:10:02

წინასაარჩევნო რიტორიკაში ეკონომიკურ უკვე თემატიკაც იკავებს ადგილს და, რა თქმა უნდა, იგი პოლიტიკური კონტექსტითაა გაჯერებული. ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა თბილისის (გლდანის) თავისუფალი ეკონომიკური ზონა და იქ განთავსებული ბიტკოინ-ბლოკჩეინის საპროცესინგო ცენტრი ყოფილ პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირა და ხელისუფლებას ბრალი დასდო, რომ სწორედ მისი ფაქტორის გამო გადაეცა კომპანია Bitfury–ს 1 ლარად მიწა და დაუწესდა შეღავათიანი ტარიფი ელექტროენერგიაზე, რაც საპროცესინგო ცენტრის მუშაობისთვის მთავარ ნედლეულს წარმოადგენს.

 

ცისკარიშვილის ბრალდებებს კომპანია BITFURY–ის წარმომადგენელი, იურიდიული კომპანია ,,ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების” პარტნიორმა და ფინანსისტმა ეფრემ ურუმაშვილმა უპასუხა.

 

ურუმაშვილის თქმით, კომპანია BITFURY-ი, რომელიც ე.წ. გლდანის თავისუფალ ზონაში ოპერირებს ბიტკოინ-ბლოკჩეინის ტექნოლოგიის წარმოების კუთხით მსოფლიოში სიდიდით მესამე კომპანიას წარმოადგენს და მსოფლიო ბაზრის 15 პროცენტი უჭირავს.

 

,,კომპანიის საერთო ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარს აღემატება და ეს კომპანია ბაზარზე უკვე მრავალი წელია არსებობს. BITFURY-ი ჯგუფის ბორდზე მოღვაწეობენ მსოფლიოში ცნობილი ადამიანები, მათ შორის პრეზიდენტ კლინტონის ყოფილი მრჩეველი, მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი ჰერნანდო დე სოტო; ნიუ-იორკის ბირჟის ყოფილი დირექტორი; ,,სამსუნგის” პრეზიდენტი. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ასეთი წარმომადგენლობითი ადამიანების ფონზე ეს არასერიოზული ინვესტორი და კომპანია იყოს. გეტყვით მარტივად და პირდაპირ, –  ბრალდება, რომ BITFURY-ი თურმე არარსებული კომპანიაა და მისი კაპიტალი საერთოდ არ არსებობს, არის სრული აბსურდი და ტყუილი”, – აცხადებს ურუმაშვილი.


 

მისი თქმით, ბიტკოინ-ბლოკჩეინი ისეთი ტექნოლოგიაა, რომელსაც ყველა წამყვანი ეკონომიკური გამოცემა და ცივილიზებული სახელმწიფო აღიარებს, მათ შორის აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, იაპონია, ავსტრალია. ეს არის მომავლის ტექნოლოგია, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალი ინოვაციური განვითარების ხაზი ბიტკოინ-ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე გადის. ,,ის ბრალდებები, რაც ჩვენს ქვეყანაში გაისმა, რომ ბიტკოინ-ბლოკჩეინ ტექნოლოგიით ფულის გათეთრება, ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების ტრაფიკების დაფინანსება  ხდება, უბრალოდ სიცრუეა.

 

შარშან ოქტომბერში, ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს დეპარტამენტმა გამოსცა კვლევა, სადაც ბიტკოინი ყველაზე დაბალი რისკის მატარებელ ვალუტად არის დასახელებული, ანუ ამ  ვალუტით საეჭვო ოპერაციების დაფინანსება და ე.წ. ფულის გათეთრება არ ხდება და ეს ყველაფერი ყველაზე კვალიფიციურმა მთავრობამ, ყველაზე კვალიფიციურმა საფინანსო ბაზარმა დაადგინა.

 

ეს არის ბრიტანეთის საფინანსო ბაზარი და მათ თქვეს, რომ ამ ვალუტის წარმოების გამჭვირველობის ხარისხი უბრალოდ გამორიცხავს აკრძალული ოპერაციების დაფინანსების რისკს”, – ამბობს ურუმაშვილი.

 

მისი განცხადებით, მტკნარი სიცრუეა ისიც, რომ გლდანის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მიღმა ივანიშვილის და თანაინვესტირების ფონდის ინტერესები დგას. ,,ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ინვესტორების მიერ დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდს მხოლოდ და მხოლოდ შეხება ჰქონდა გორის საპროცესინგო ცენტრთან, ორი წლის წინ, და ამის შემდეგ არანაირი ყოფილ პრემიერმინისტრსა და თანაინვესტირების ფონდს კომპანია BITFURY-თან არ აქვს”. საზოგადოდ, ძალიან დასანანია, რომ პოლიტიკური ქულების ჩაწერას ეწირება რეალური ინვესტიციის და მომავლის ტექნოლოგიის პროექტის რეპუტაცია. ტექნოლოგიური ზონის განვითარების მთავარი მიზანია, საქართველოში მოიზიდოს მსოფლიოში არსებული თანამედროვე ცოდნა და პროგრესი, გაზარდოს არსებული ტექნოლოგიების შესახებ ინფორმირებულობა და საქართველო, როგორც პროგრესზე და მაღალტექნოლოგიური სიახლეების დანერგვაზე ორიენტირებული ქვეყანა, დაიტანოს მსოფლიო ბლოქჩეინის და ბიტკოინის, ანუ მაღალი ტექნოლოგიების რუკაზე. ის გვაიმედებს, რომ დარწმუნებულები ვართ, – ბიტკოინ მაინინგი გახდება საქართველოს ბილეთი და სავიზიტო ბარათი ახალი ტექნოლოგიების მსოფლიო რუკაზე”,  – აცხადებს ეფრემ ურუმაშვილი.



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up