დასალევი ხილ - ბოსტნეული, „კეთილი და პატიოსანი“, რომლის წარმოებაც პანდემიის პერიოდში დაიწყო, ექსპორტზე დიდ ბრიტანეთში გავიდა და დღეიდან უკვე ლოდონის მარკეტების დახლებზეც გამოჩნდა. მისი ღირებულება მარკეტში 1 ფუნტი და 99 პენსია. როგორც კომპანიის დირექტორმა გიორგი ახალაძემ „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, პირველ ეტაპაზე 1205 ყუთი გაიტანეს და ბრიტანელებისგან დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
ერთ ბოთლი საექსპორტო პროდუქტის გასაყიდი ფასი ადგილზე 90 პენსი იყო.
„ლონდონში პირველი საცდელი პარტია გავიტანეთ, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და გუშინი მივღეთ ახალი ხელშეკრულება, რომელის მიხედვით ყოველთვიურად ერთ კონტეინერს გავყიდით. ლონდონში გასაყიდი ფასი 1.99-ია, ჩვენგან მიდის 90 პენსად. ჩვენ ვაწარმოებთ 6 გემოს, ექვსივე დასახელება გასულია ლონდონის ბაზარზე და ახალ შეკვეთას ელოდებიან. ეს 1205 ყუთი იყო პირველი შესვლა და მისი რეალიზაცია იქვე მოხდა“, - აღნიშნა გიორგი ახალაძემ.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „კეთილი და პატიოსანი“ მოლაპარაკებებს ყატართან, უკრაინასთან და საფრანგეთთან აწარმოებს.
როგორც ახალაძე აღნიშნავს, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო არეალს აფართოებს, ამ ეტპაზე კეთილი და პატიოსანი რამდენიმე ქსელურ მარკეტშია შესული, ავერსის 50 ობიექტზე და სამომავლოდ ქსელში სრულად გაშლას გეგმავს.
კეთილი და პატიოსანი ბაზარზე 2020 წლის ზაფხულში გამოჩნდა. საწარმო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მდებარეობს.
თაკო კვაჭანტირაძე