„დარწმუნებული ვართ, თხევადი გაზის დაბეგვრასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები უმოკლეს ვადაში მოგვარდება“-შავლეგ მიშველაძე

„დარწმუნებული ვართ, თხევადი გაზის დაბეგვრასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები უმოკლეს ვადაში მოგვარდება“-შავლეგ მიშველაძე

access_time2020-04-30 11:25:44

„დარწმუნებული ვართ, თხევადი გაზის დაბეგვრასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები უმოკლეს ვადაში მოგვარდება და სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად მიიღებს კუთვნილ თანხებს, ხოლო ბიზნესი კი კონკურენტულ გარემოს“ - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი შავლეგ მიშველაძე საუბრობს. 


ქვეყნაში შექმნილი რეალობა, ალბათ ისე როგორც არასდროს, ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან მოითხოვს სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს, რაც მათ შორის მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების სრულად მობილიზებას და ამ კუთხით კვლავ არსებული ე.წ. “ხვრელების” ამოვსებას.


როგორც ვიუწყებოდით, საქართველოში ხორციელდება უაქციზო სასაქონლო კოდის (2901 10 000 00 - ორგანული ქიმიური ნაერთები, ნახშირწყალბადები, აციკლური გაჯერებული) გამოყენებით თხევადი გაზის იმპორტი და მისი შემდგომი რეალიზაცია როგორც თხევადი საავტომობილო გაზი (LPG).



ზემოაღნიშნულ სასაქონლო კოდზე არ ვრცელდება აქციზის გადასახადი, ვინაიდან აღნიშნული პროდუქცია ადრე გამოიყენებოდა ქიმიურ მრეწველობაში და მისი იმპორტი ხორციელდებოდა უმნიშვნელო რაოდენობით. დღეისათვის ამ კოდის გავლით უაქციზოდ განბაჟებული პროდუქტის მოცულობა კი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და როგორც ზემოთაც აღინიშნა ეს პროდუქტი გამოიყენება როგორც საავტომობილო თხევადი საწვავი.


უაქციზო სასაქონლო კოდის გამოყენებით თხევადი გაზის, ანუ ნავთობპროდუქტის იმპორტის განხორციელება, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად აზარალებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტს. ამასთან, შექმნილი არაკონკურენტული გარემოს გამო ზარალდებიან კეთილსინდისიერი მეწარმეები. ასევე ზარალდებიან მომხმარებლები, რომლებიც, საბოლოო ჯამში იღებენ არასტანდარტულ პროდუქტს.


საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივა და ლეგიტიმური თხოვნა საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრისა და ზოგადად თხევადი გაზის დაბეგვრის სფეროში დღეს არსებული პრობლემების მოგვარების კუთხით უკვე პარლამენტშია. დარწმუნებული ვართ, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიერ ოპერატიულად მოხდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც, ერთის მხრივ, შეაჩერებს იმ მნიშვნელოვან ზიანს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს ადგება და, მეორეს მხრივ, ამ სფეროშიც შექმნის და დაამკვიდრებს კონკურენტულ, თანაბარ პირობებს ყველა მონაწილისათვის, რაც ბიზნესის ჯანსაღი განვითარებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ატრიბუტია“-აცხადებს მიშველაძე. 


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up