„დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ავაშენებთ უფრო ნათელ, მეტად მშვიდობიან და აყვავებულ სამყაროს დღვანდელი და მომავალი თაობებისთვის“

„დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ავაშენებთ უფრო ნათელ, მეტად მშვიდობიან და აყვავებულ სამყაროს დღვანდელი და მომავალი თაობებისთვის“

access_time2022-09-22 23:58:00

საქართველოში, ჩვენი მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს განათლებაში, საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ეკოლოგიაში, რათა მომავალმა თაობებმა კეთილდღეობაში იცხოვრონ. განათლების სისტემა გადამწყვეტია წარმატებული და პროდუქტიული საზოგადოებების გაძლიერებისათვის. 21-ე საუკუნეში განათლება ნიშნავს ინვესტირებას ციფრულ წიგნიერებაში და ინფრასტრუქტურის ხელშეწყობას ციფრული წყვეტის ამოსავსებად, რათა მომავალმა კრიზისებმა, იქნება ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მშვიდობისა თუ კლიმატის ცვლილების სფეროში, არ შექმნას სავალალო სიტუაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


სიტყვის ბოლოს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ქართველი ერი, რომლის ისტორიაც ათასობით წელს ითვლის, არაორდინარული გამოწვევების ფონზე გახდა გამძლეობისა და წინსვლის მაგალითი.


„დაბოლოს, მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მშვიდობასა და კეთილდღეობას დავუბრუნებთ ჩვენს სახლებსა და ქვეყნებს. ეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სულისკვეთება და მანდატი დაარსების დღიდან, რომ მხარი დაუჭიროს და უზრუნველყოს მშვიდობა და თანამშრომლობა.



ვამაყობ, რომ დღეს თქვენ წინაშე წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას. დამოუკიდებლობის აღდგენიდან სამი ათწლეულის შემდეგ, ქართული ოცნებები რეალობად იქცევა! ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი ერი, რომლის ისტორიაც ათასობით წელს ითვლის, არაორდინარული გამოწვევების ფონზე გახდა გამძლეობისა და წინსვლის მაგალითი. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ავაშენებთ უფრო ნათელ, მეტად მშვიდობიან და აყვავებულ სამყაროს დღვანდელი და მომავალი თაობებისთვის. დიდი მადლობა!,“ - აღნიშნა პრემიერმა.







სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის
access_time2022-09-30 11:55:06
დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს შესაძლებლობა აქვთ სამომხმარებლო ტიპის სესხებზე 4 წლამდე ვადით ისარგებლონ. "მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა განსაკუთრებული პირობები შეგვეთავაზებინა ექსკლუზიურად ჩვენი მომხმარებლებისთვის. როგორც იცით, 2022 წლის აგვისტოში ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციის თანახმად, სამომხმარებლო ტიპის სესხებზე მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 36 თვით, რაც ჩვენი მომხმარებლების გარკვეული ნაწილისთვის შეამცირებდა სამომხმარებლო ტიპის...

„შეცვალე“ - პროკრედიტ ბანკი მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს

„შეცვალე“ - პროკრედიტ ბანკი მასშტაბურ გარემოსდაცვით  კამპანიას იწყებს
access_time2022-09-30 11:25:34
შეცვალე! ნუ დაკარგავ კავშირს ბუნებასთან, მოუფრთხილდი მას! თემა, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია და საკითხი, რომელიც ყველას გვაფიქრებს: ეკოლოგია და გარემოს დაცვა. პროკრედიტ ბანკმა ახალი კამპანია სწორედ ამ მიმართულებით წამოიწყო. გარემოსდაცვით კამპანიას ბანკი მთავარი ვიდეო რგოლით ხსნის, რომელიც  მოკლემეტრაჟიან ფილმს გვაგონებს. სცენარი წარმოსახვით სამყაროში ვითარდება და განსაკუთრებული სიმძაფრით აღწერს იმ მომავალს, რომელიც შეიძლება დადგეს, თუკი ბუნებას არ...

ევრო დოლართან მიმართებით ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა

ევრო დოლართან მიმართებით ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა
access_time2022-09-30 11:30:28
ევროპის მასშტაბით ენერგოკრიზისის, რუსეთ-უკრაინის ომის გამწვავებისა და აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, ევრო ამერიკულ დოლართან მიმართებით რეკორდულად უფასურდება. საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე დღეს ერთი ევროს სანაცვლოდ 0.956 დოლარის შეძენაა შესაძლებელი, რაც ბოლო ოცწლეულის მინიმალური მაჩვენებელია. საგულისხმოა, რომ რუსეთის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების კითხვის...

8 თვეში ეკონომიკა 10.3 პროცენტით გაიზარდა

8 თვეში ეკონომიკა 10.3 პროცენტით გაიზარდა
access_time2022-09-30 11:04:56
წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები...

როდესაც პუტინის კამპანია უკრაინაში სუსტდება, ქართველები ფრთხილად უნდა იყვნენ - დამ კინზინგერი

როდესაც პუტინის კამპანია უკრაინაში სუსტდება, ქართველები ფრთხილად უნდა იყვნენ - დამ კინზინგერი
access_time2022-09-30 10:30:34
რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი“ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. აღნიშნულ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს. კინზინგერი ამბობს, რომ ბელარუსის მოქმედი ლიდერისგან გასაკვირი არაფერია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიო მესიჯები გააჟღეროს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან...


მსგავსი სიახლეები

up