დართლოს რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება

დართლოს რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება

access_time2016-04-16 18:09:42

დართლოს რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება. როგორც პროექტის განმახოროციელებელ, მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კიდევ 16 სახლის რეაბილიტაცია. 2014 წელს დართლოში 6 სახლის რეაბილიტაცია განხორციელდა, 2015  წელს კი - 28 სახლის.

 

მათივე ინფორმაციით, კიდევ არის რამდენიმე სახლი, რომელთანაც გარკვეული პრობლემებია, ზოგი კერძო საკუთრებაა და მესაკუთრეს არ ჰქონდა რეაბილიტაციის სურვილი. ფონდის ინფორმაციით, თუ ახალი პროექტი დაიწყება, დამატებით ახალი ვადები აითვლება.

 

მათივე ინფორმაციით, ჯამში 72 სახლი საჭიროებს რეაბილიტაციას. „სამუშოები მძიმე ზამთრის სეზონიდან გამომდინარე დროებით შეჩერებული იყო, თუმცა, უახლოეს პერიოდში სამუშაოები განახლდება"-აცხადებენ ფონდში.



აღნიშნული სამუშაოები სოფელ დართლოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1,344.102.47 ლარია. პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი ძეგლის სტატუსის მქონე საუკუნოვანი სახლებისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნებაა, კერძოდ, იმ ციხე-სიმაგრის ტიპის საცხოვრებელი სახლებისთვის, რომლებიც თავისი უნიკალური და გამორჩეული არქიტექტურიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ინტერესის საგანია.

 

სახლების რეაბილიტაციის დაწყებამდე სოფელ დართლოში მსოფლიო ბანკის დაკვეთით კვლევა ჩატარდა, რომლის დასკვნის საფუძველზეც დადგინდა, რომ სოფელში არსებული 73 ობიექტიდან 72 რეაბილიტაციას საჭიროებდა.


დართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წლის აგვისტოში დაიწყო. თუმცა, 2013 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად მსოფლიო ბანკმა პროექტი წარუმატებლად შეაფასა, რამაც პროექტების ხელახლა შემუშავების აუცილებლობა გამოიწვია.



„კომერსანტის“ 29 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 29 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-29 21:30:43
„კომერსანტის“ 29 იანვრის TOP 10 თემა 1.2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ 2.„ენერგეტიკის სექტორის განვითარების ორი ძირითადი პრობლემაა - ინვესტორის მოძიება და მოსახლეობის...

საქართველოში, შესაძლოა, 19 კილოგრამამდე მარიხუანას მოყვანისთვის პატიმრობა გაუქმდეს

საქართველოში, შესაძლოა, 19 კილოგრამამდე მარიხუანას მოყვანისთვის პატიმრობა გაუქმდეს
access_time2020-01-29 19:30:04
შესაძლოა, საქართველოში 19 კილომდე მარიხუანას დათესვა/მოყვანა ნებადართული გახდეს.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შესულია პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” სარჩელი, რომელიც კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს.საკონსტიტუციო სასამართლოში „გირჩის“ წევრებმა სარჩელი ბრალდებულ ავთანდილ მეტრეველის სახელით შეიტანეს. ლევან მეტრეველს მარიხუანას  კულტივირებისთვის სასჯელად ციხე ემუქრება. “გირჩი” მიიჩნევს, რომ სასჯელის ეს ზომა...

თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება

თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება
access_time2020-01-29 16:25:47
თბილისში აალებადი ნივთიერებებით და მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერიამ კანონპროექტი მოამზადა.როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს დღეებში საკრებულო იმსჯელებს კონკრეტულ ადგილებზე, რასაც აკრძალვა შეეხება. „კანონპროექტი მომზადებული და მიღებულია. ის ითვალისწინებს, რომ საკრებულომ წესი დაადგინოს და განსაზღვროს ადგილები, სად არის დასაშვები რეალიზაცია და სად არ არის დასაშვები. ეს წესიც მომზადების...

სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე

სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე
access_time2020-01-29 20:30:47
სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე. ვირუსი მოახდენს ნეგატიურ გავლენას კორპორაციებზე, რომელთა საქმიანობა ასე თუ ისე დაკავშირებულია ტურიზმთან - ნათქვამია Fitch-ის დასკვნაში. თუ ინფექციის გავრცელება გაიზრდება, ყველა საგრძნობლად დაზარალდება.მათ შორის, ტაილანდი, ვიეტნამი, და სინგაპური, რომლებიც ტურიზმისგან სოლიდურ შემოსავალს იღებენ.ასევე დაზარალდებიან ჰონკონგი და მაკაო. აზიურ ქვეყნებს, რომლებსაც...

კობა გვენეტაძე: „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია“

კობა გვენეტაძე: „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია“
access_time2020-01-29 17:30:26
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფიქრობს, რომ „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია.როგორც კობა გვენეტაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობის შემცირებასა და გასულ წელს მიკროსაფინანსო სექტორის წამგებიან ოპერირებასთან დაკავშირებით განაცხადა, მიკროსაფინანსო სექტორმა უნდა გაიაროს იგივე გზა, რაც გაიარა საბანკო სექტორმა 90-იან წლებში. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, მიკროსაფინანსო სექტორი არაჯანსაღად იზრდებოდა და საჭირო იყო შესაბამისი...


მსგავსი სიახლეები

up