დარღვევები, რომლებიც 09:00 საათამდე გამოვლინდა - სამოქალაქო პლატფორმა 20/20

დარღვევები, რომლებიც 09:00 საათამდე გამოვლინდა - სამოქალაქო პლატფორმა 20/20

access_time2020-10-31 10:07:13

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის დამკვირვებლებმა, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით 400-მდე საარჩევნო უბანს აკვირდებიან, უბნების გახსნის პროცედურების რამდენიმე დარღვევა უკვე დააფიქსირეს. კომერსანტი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„წილისყრის პროცედურები

 

·         მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარული ოლქის  N13.22.52 უბანზე არ ჩატარდა წილისყრის პროცედურა;

·         სამგორის მაჟორიტარულ ოლქში N05.06.19 უბანზე წილისყრის პროცედურა ჩატარდა დარღვევით და „სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის დამკვირვებლის მითითების შესაბამისად ხარვეზი გამოსწორდა;

·         კასპისა და გორის  მაჟორიტარულ ოლქში, N15.32.09 უბანზე წილისყრა ჩატარდა დარღვევით, კომისია მინიჭებული ფუნქციებით მუშაობას დარღვევით აგრძელებს;

·         კასპისა და გორის  მაჟორიტარულ ოლქში, N15.32.09 უბანზე, წილისყრის პროცედურები ჩატარდა დარღვევით. კერძოდ, უკვე ჩატარებული წილისყრა თავიდან ჩაატარა კომისიამ.

·         მარნეულისა და გარდაბნის  მაჟორიტარულ ოლოქში, N13.22.52 უბანზე, წილისყრა ჩატარდა დარღვევით, გამოავლინეს მხოლოდ რეგისტრატორი კომისიის წევრები. სხვა ფუნქციები მოგვიანებით გადანაწილდა;

·         დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში, 06.07.07 წილისყრა 8:00სთ–მდე არ ჩატარდა.

·         სამგორის მაჟორიტარულ ოლქში, N05.06.35 უბანზე წილისყრა ჩატარდა დარღვევით, გამოვლენილი ფუნქციები მიუღებელი აღმოჩნდა კომისიისთვის, რის გამოც წილისყრით ჩატარდა თავიდან;


 

სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები:

·         რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში N12.21.34 უბანზე დამკვირვებელს მიუთითეს კონკრეტული ადგილი და არ მისცეს თავისუფლად გადაადგილების უფლება;

·         საბურთალოს მაჟორიტარული ოლქის საოლქო კომისიის დამკვირვებელი არ შეუშვეს შენობაში;

·         გლდანის მაჟორიტარულ ოლქში N08.10.32 უბანზე, ჩვენს დამკვირვებელს ხელს უშლიან უფლებამოსილების განხორციელებაში. კერძოდ,მან მოითხოვა გაცნობოდა საარჩევნო მასალას, რისი საშუალებაც კომისიამ მას არ მისცა;

·         დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში, N06.07.12 უბანზე, დამკვირვებელს არ მისცეს ჩანაწერთა წიგნიდან ინფორმაციის მიღების საშუალება;

·         სამგორის მაჟორიტარული ოლქის N05.06.19 უბანზე, დამკვირვებელს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნის გაცნობის საშუალებას;

·         ვაკის მაჟორიტარული ოლქის, N02.02.23 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნის გაცნობის საშუალებას;

 

სხვა დარღვევები:

·         ისნის  მაჟორიტარული ოლქის N04.05.45 უბანზე, კომისიის წევრს არ ჰქონდა პირადობის მოწმობა;

·         დიდუბე ჩუღურეთის მაჟორიტარული ოლქის N06,08,03, მდივანი არ ავსებს ჩანაწერთა წიგნსა და სადემონტრაციო ოქმს. ასევე, მხოლოდ უბნის გახსნის შემდეგ დაილუქა ყუთი;

·         ქუთაისის მაჟორიტარული ოლქის N23.59.60 უბანზე ვერ ხერხდება დისტანციის დაცვა, რის გამოც დამკვირვებლებს უწევთ უბანზე რიგ–რიგობით შესვლა.

 

"სამოქალაქო პლატფორმა 20/20" ცესკოს მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. არჩევნების თავისუფალ, მშვიდ და მიუკერძოვებელ გარემოში ჩატარებას და ამომჩეველის მიერ კონსტიტუციური ხმის უფლების და ნების გამოხატვას, საქართველოს მასშატაბით, 24 ოლქში აკვირდება ორგანიზაციის  392 დამკვირვებელი და 21 მობულური ჯგუფი.  დამკვირვებლებისთვის  შეიქმნა სპეციალური სახელმძღვანელო, საარჩევნო კოდექსის ფარგლებში, უბნებზე მათი უფლებების და მოვალეობების შესახებ,  მომზადდა დამკვირვებლის ანგარიშის და საჩივრის ფორმები. ორგანიზაციის  მობილური ჯგუფები ასპეციალურად შექმნილი ჩექ-ლისტის საფუძველზე ამოწმებენ საარჩევნო უბნებს. ასევე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ში მუშაობს იურისტთა ჯგუფი, რომელიც  საუბნო დამკვირვებლებს დისტანციურად უწევს კონსულტაციას სამართალდარღვევების შემთხვევაში და, საჭიროებიდან გამომდინარე, ერთვება  საჩივრის მომზადების პროცესში.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის ოფისში მუშაობს ქოლ-ცენტრი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, დარეკონ ცხელ ხაზზე: 599 404 185 ან დაუკავშირდნენ ორგანიზაციას  Facebook გვერდის მესინჯერში და შეატყობინონ მათ მიერ დაფიქირებული დარღვევის შესახებ, მოაწოდონ ვიდეო და ფოტო მასალა“,-ნათქვამია განცხადებაში. 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up