რუსთავის მეტალურგიული ქარხანის მიერ ღუმელს გაჩერებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის პარალელურად, დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კიდევ ერთხელ შეხვდა ქარხნის ხელმძღვანელობას და მათი პრობლემები მოისმინა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ კომერსანტთან საუბარში აღნიშნა, რუსთავის ფოლადის პრობლემების ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მიზეზია იმპორტული პროდუქციის ხარისხის კონტროლის შესახებ კანონის გადავადება.
„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მხრიდან წარმოების შემცირებისა და თანამშრომლების შესაძლო განთავისუფლების შესახებ. გვინდოდა დაგვეზუსტებინა რას გულისხმობდნენ ისინი და რამდენად იყო ამის მიზეზი სამშენებლო მასალების, მათ შორის, არმატურის ხარისხის შემოწმებისა და იმპორტის შეზღუდვის რეგულაციების გადავადება. შესაბამისად, მოვისმინეთ მათი პოზიცია, ამ რეგულცაიით რამდენადაა შესაძლებელი ქარხნის პრობლემის მოგვარება.
დღეს მათი მხრიდან ცალსახა პასუხი არ დაფიქსირებულა, რომ მხოლოდ რეგულაციების გადავადებაა წარმოების შემცირების მიზეზი. თუმცა ესეც დასახელდა ერთ-ერთ მიზეზად. სუბარი იყო ტექნიკურ პრობლემაზეც, კერძოდ, აზერბაიჯანში არმატურის ექსპორტთან დაკავშირებით, რის მოგვარებაზეც ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. უხარისხო პროდუქტის იმპორტი ქარხნის ერთადერთ მიზეზი რომ იყოს, ამ შემთხვევაში გაიზრდებოდა სახელმწიფოს აღმასრულებელი უწყების პასუხისმგებლობა,“-განმარტავს რომან კაკულია.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია, რათა რეგულაციის ამოქმედებამდე უმტკივნეულოდ მოხდეს წამოების გაგრძელება.
„რაც შეეხება შეხვედრის შედეგ, რადგან ქარხნის ხელმძღვანელობა მთავრობის გადაწყვეტილებას წამოების შემცირების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს, თან ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საწარმოზე, ამიტომ ვთხოვეთ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს, რომლებიც ასეთი გადაწყვეტილების მიმღების დროს პრემიერ მინისტრის ძირითადი მრჩეველები არიან, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. უნდა განისაზღვროს ჩვენი პოზიცია, რისი გაკეთება შეგვიძლია, ხომ არ არის საჭირო თუნდაც თავად მეტალურგებთან მეტი კომუნიკაცი, რათა ეს პროცესები უმტკივნეულოდ გადავიტანოთ. ეს ნიშნავს, რომ 15 იანვარამდე, როდესაც ამოქმედდება ხარისხის კონტროლის დადგენილება, მივიდეთ ზარალის გარეშე,“-განაცხადა რომან კაკულიამ
მარიამ ტიტვინიძე