დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა

access_time2021-05-17 22:20:00

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულმა „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ“ პირველი სხდომა გამართა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი უძღვებოდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში მოწვეული დარგის ექსპერტები, მათ შორის, არქიტექტორები, მშენებლები, ინჟინრები, ურბანისტები, ბიზნესსექტორის და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.



დღევანდელი სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, თბილისის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები.



დაინტერესებულ პირებს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობის შესაძლებლობა ონლაინ პლატფორმის საშუალებითაც ჰქონდათ.



„ვფიქრობ, რომ ეს დარგი და ეს სექტორი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული სექტორი, რომელიც საჭიროებს, რომ ცოტა უფრო მეტი ყურადღება, მეტი დრო დავუთმოთ. ზუსტად ამის გათვალისწინებით მიიჩნია კომიტეტმა, რომ ჩამოყალიბებულიყო შესაბამისი საბჭო, სადაც პარლამენტში, კომიტეტში შემოსული ინიციატივების ამ ფორმატში განხილვის გარდა, შესაძლებელი იქნება, რომ ასევე განვიხილოთ ის გამოწვევები, რასაც თქვენ, ამ დარგის სპეციალისტები ხედავთ სექტორთან მიმართებაში. საბჭოს ფორმატში ვიმსჯელოთ სად, რისი გაუმჯობესება შეიძლება, რა ინიციატივები შეიძლება წამოვწიოთ წინ და თუ ყველა ერთხმად მივიჩნევთ, რომ ესა თუ ის ინიციატივა მიზანშეწონილია და სექტორის განვითარებასაც ხელს შეუწყობს, კომიტეტი მის დაინიცირებაზეც იფიქრებს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.




კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კომიტეტი საბჭოსთან ერთად განსაზღვრავს ამა თუ იმ პერიოდისათვის აღნიშნულ სფეროში აქტუალურ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება დარგის და სექტორის განვითარებისათვის, დეტალურად შეაჯერებს წინადადებებს და საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივადაც აქცევს. შესაბამისად, სხდომაზე იმსჯელეს საბჭოს საქმიანობის პრინციპებზე და სამომავლო გეგმებზე.



სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დღევანდელი სხდომაზე განსახილველ საკითხად კი განისაზღვრა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სამშენებლო სფეროს რეგულაციებს უკავშირდება და რომლებიც პარლამენტის წევრთა ერთი ჯგუფის მიერ უკვე ინიცირებულია. კერძოდ, საბჭომ განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ბექა დავითულიანის, ნოდარ ტურძელაძის, ირაკლი ზარქუას, ანა ბუჩუკურის, ბექა ლილუაშვილისა და მიხეილ დაუშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტები, რომელთა მიზანია უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობების გამო ექსპლუატაციაში მიღების გარეშე დარჩენილი ობიექტებით გამოწვეული პრობლემური საკითხების დარეგულირება.



პრობლემის არსზე და კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე საბჭოს წევრებს ინფორმაცია საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ გააცნო.



განხილვა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა და სპეციალისტთა მხრიდან მრავალი საყურადღებო მოსაზრება გამოითქვა.



სხდომის მონაწილეთა ერთობლივი მოსაზრება იყო, რომ პრობლემა ნამდვილად გადასაჭრელია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული უნდა იყოს.



შესაბამისად, შეთანხმდნენ, რომ ცალკეული დეტალების დაზუსტების და შესაბამისი პროცედურების გაწერის მიზნით, უპრიანი იქნება, თუკი სამუშაო ჯგუფის ფორმატში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.



როგორც დავით სონღულაშვილმა განაცხადა, სამუშაო შეხვედრის დროს, საბჭოს წევრებთან კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, კანონპროექტების საკომიტეტო განხილვების პროცესებს უდავოდ ხელს შეუწყობს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up