დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით იმსჯელეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით იმსჯელეს

access_time2022-01-25 21:00:00

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და საინვესტიციო გარემოს განვითარების შესახებ იმსჯელეს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და კერძო სექტორის შეხვედრაზე. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



შეხვედრა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ეკა სეფაშვილი ხელმძღვანელობდა, კომიტეტის მიერ „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივების“ თემაზე დაწყებული თემატური მოკვლევის ფარგლებში გაიმართა.



სამუშაო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, Webex პლატფორმის საშუალებით ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ: საერთაშორისო სავაჭრო პალატის, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის, საქართველოს ტურიზმისა და საბანკო ასოციაციების, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG), ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.




შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელთაც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის დროს აწყდებიან, მათ შორის ყურადღება გაამახვილეს პოლიტიკურად უსაფრთხო გარემოზე, სასამართლოს რეფორმაზე, პროფესიული განათლებისა და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადების საკითხებზე. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა შეხვედრის შეჯამებისას აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი მოსაზრებები გამოითქვა, რომლებიც ასახული იქნება თემატური მოკვლევის დასკვნასა და რეკომენდაციებში.



„როდესაც საბოლოო დასკვნა მომზადდება და რეკომენდაციები შემუშავდება, რა თქმა უნდა, იქნება ისეთი რეკომენდაციები, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებას მოითხოვს, ან საჭირო იქნება აღსრულების გამკაცრება და გაუმჯობესება. ჩვენ საბოლოო დასკვნის პრეზენტაციაც გვექნება, რათა კიდევ ერთხელ შევაჯეროთ მოსაზრებები. შეხვედრაზე არა ერთი მონაწილი მიერ გამოითქვა მოსაზრება და მეც სავსებით ვეთანხმები, რომ საჭირო იქნება საპარლამენტო კონტროლის განხორციელება და გაძლიერება ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესში. ჩვენ იმედი გვაქვს კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის, რომ ერთად, ფეხდაფეხ მივყვეთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რაც ამ სფეროში არსებობს. გადავლახოთ ისინი და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე, მეტი ინვესტიციის მოზიდვაზე, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას მოემსახურება“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.



თემატური მოკვლევა ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (Konrad Adenauer Foundation) მხარდაჭერითა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up