დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

access_time2021-10-14 11:00:00

„2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების დაფინანსება 2021 წლის დამტკიცებულ გადასახდელებთან შედარებით გაზრდილია“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



პროექტის თანხმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 741.0 მლნ ლარი, რაც მიმდინარე წელს დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 98.2 მლნ ლარით. აქედან: მეწარმეობის განვითარებისთვის განსაზღვრულია 273.3 მლნ ლარი; მთის კურორტების განვითარებისთვის - 120.0 მლნ ლარი და ეს თანხა გათვალისწინებულია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობისთვის; ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის - 22.7 მლნ ლარი; საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის - 15,3 მლნ ლარამდე; ინტერნეტიზაციის პროექტისთვის - 34,0 მლნ ლარამდე; ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის - 80,2 მლნ ლარი და მოსახლეობის გაზიფიცირებისთვის - 50,0 მლნ ლარამდე; 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 844.0 მლნ ლარით, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 387.3 მლნ ლარით. ამ თანხის ყველაზე დიდი ნაწილი - 1 862.3 მლნ ლარი გათვალისწინებულია საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებისთვის. ამასთანავე, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია - 463.8 მლნ ლარზე მეტი, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის - 379.9 მლნ ლარი, მყარი ნარჩენების მართვის პროგრამისთვის - 49.5 მლნ ლარამდე და ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაციისთვის - 75.0 მლნ ლარი.




როგორც გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, მომდევნო წელს ბიუჯეტის დეფიციტი უნდა შემცირდეს 4.4%-მდე, ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 6%-ით, 2022 წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 64.7 მლრდ ლარს შეადგენს, საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია მთლიანი შიდა პროდუქტის 52.1%-ით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 750.9 მლნ ლარით და განისაზღვრება 18 683.9 მლნ ლარის ოდენობით.



დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, ხმათა უმრავლესობით, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.





თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up