დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ტურიზმის სექტორის განახლებულ სტრატეგიაზე დარგის სპეციალისტებთან ერთად მუშაობს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ტურიზმის სექტორის განახლებულ სტრატეგიაზე დარგის სპეციალისტებთან ერთად მუშაობს

access_time2022-01-24 16:40:00

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განახლებული სტრატეგიისა და მისი ეკონომიკური შედეგების“ თაობაზე თემატური მოკვლევის ფარგლებში ონლაინ შეხვედრა გამართა, სადაც აღნიშნულ სფეროში მომუშავე, კერძო სექტორის წარმომადგენლებს მოუსმინეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



„კომიტეტმა თემატური მოკვლევა სამოქმედო გეგმის შესაბამისად, კოვიდ პანდემიის პერიოდში და მის შემდგომ ტურიზმის აღდგენითი გეგმის მხარდასაჭერად, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით დაიწყო.



მოკვლევის ტექნიკური პირობები და კითხვარი დაინტერესებულ ორგანიზაციებს დაეგზავნათ, რომლებმაც დღეს ინფორმაციები და საკუთარი მოსაზრებები გააცნეს კომიტეტის წევრებს.




შეხვედრაზე ისაუბრეს ტურიზმის სფეროსა და ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. ასევე იმ ღონისძიებებზე, რაც უნდა განხორციელდეს კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში დარგის განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის.



შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს საბანკო ასოციაციის, ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის, შპს ემ თი ეი-ს (ყოფილი მთის კურორტების განვითარების კომპანია) და საქართველოს პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) წარმომადგენლები.



დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ყველა ის საკითხი, რომელიც აღნიშნული იყო თითოეული მონაწილის ანგარიშში, აისახება კომიტეტის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში, რომლებიც მოკვლევის დასრულების შემდეგ ასევე დაეგზავნებათ დაინტერესებულ მხარეებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება
access_time2022-05-21 18:00:11
ეს შესაძლოა გამოიყურებოდეს გალაქტიკის ნაწილდად, მაგრამ Star...

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს
access_time2022-05-21 19:00:46
საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Moody's-იმ უკრაინის საკრედიტო რეიტინგი Caa2-დან Caa3-მდე...

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება
access_time2022-05-21 17:00:18
წალკის (დაშბაშის) კანიონზე მოწყობილი 240 მეტრიანი შუშის ხიდი ვიზიტორებს 15 ივნისიდან მოემსახურება. შეგახსენებთ, რომ კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოებს...

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ
access_time2022-05-21 16:00:38
მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ...

მოცვი, ნუში და ვაშლი კვლავაც პოპულარულია ქართველ მწარმოებლებს შორის

მოცვი, ნუში და ვაშლი კვლავაც პოპულარულია ქართველ მწარმოებლებს შორის
access_time2022-05-21 15:00:01
EastFruit-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2015 წლიდან სახელმწიფო პროგრამამ „დარგე მომავალი - ბაღები“ მრავალწლიან ბაღებში 185 მილიონი ლარის ინვესტიცია მოიზიდა. საქართველოს მთავრობამ ამ ინვესტიციების 50%-ის თანადაფინანსება...


მსგავსი სიახლეები

up