დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას განაგრძობს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას განაგრძობს

access_time2019-04-11 17:07:40

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას განაგრძობს.


აღნიშნული კოდექსი პარლამენტმა დაახლოებით ერთი წლის წინ მიიღო, თუმცა, კანონის შემდგომი სრულყოფის მიზნით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, საქართველოს არქიტექტორთა კავშირთან და დარგის ექსპერტებთან. ამ პროცესში კოდექსში მთელი რიგი ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა გამოიკვეთა.


დღვანდელ შეხვედრაზე, რომელიც წინანდალში, სასტუმრო RADISSON COLLECTION HOTEL-ში გაიმართა დეტალურად იმსჯელეს კოდექსის იმ მუხლებზე, სადაც სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სისტემის, მათი იერარქიისა და თავსებადობის შესახებ არის საუბარი. ასევე ისაუბრეს ქალაქმშენებლობითი დაგეგმვის ძირითადი ინსტრუმენტების თაობაზე. დეპუტატებმა და დარგის სპეციალისტებმა განიხილეს მშენებლობის ზედამხედველობის, არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობისას სავალდებულო სერტიფიცირების გაცემისა და მშენებლობის ნებართვების გაცემის პირობები.



სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მეორე დღეა მიმდინარეობს, იმსჯელეს საქართველოში ტერიტორიული სივრცის დაგეგმარების, ქალაქმშენებლობითი დაგეგმვისა და მშენებლობის სფეროს კანონმდებლობის ევროპულ და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციაზე, ქვეყნის სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო სფეროს ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე.


საკითხების დეტალურად განსჯის დასრულების შემდეგ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი უახლოეს ხანში დაარეგისტრირებს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე.


სამუშაო შეხვედრა გაიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის („საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ II ფაზა) მხარდაჭერით.






საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2021-01-17 10:55:27
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა...

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]
access_time2021-01-16 14:44:25
ქართული ოცნების ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, რომელიც ირაკლი კობახიძე გახდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
access_time2021-01-16 10:59:15
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR...

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო
access_time2021-01-17 11:20:28
ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ ქვეყანაში მართვის იმ მეთოდებზე საუბრობს, რომლის დროსაც არ ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.   „ჩვენმა სახელმწიფომ დეკლარირება გააკეთა და ამაში ვეთანხმები, რომ საქართველო კოვიდის დროს უფრო დაცული ქვეყანაა და ტექნოლოგიურად შესაძლებელია უცხოელებმა საქართველოდან იმუშაონ, აქედან მართონ თავიანთი კომპანიები. ამას მოჰყვა განცხადებები, რომ მთავრობა საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოსვლას ხელს შეუწყობს. ეს ყველაფერი...


მსგავსი სიახლეები

up