დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მეტალურგიისა და სამშენებლო მასალების წარმოების დარგში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მეტალურგიისა და სამშენებლო მასალების წარმოების დარგში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს

access_time2018-11-13 12:07:29

მეტალურგიისა და სამშენებლო მასალების წარმოების დარგში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს და ანტიდემპინგური კანონპროექტის საჭიროების საკითხები განიხილეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.



რომან კაკულია: „კარგად არის ცნობილი თავისუფალი ბაზრის უპირატესობებიც და კონკრეტული გამოწვევებიც. ხელის გულზე დევს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, როგორ შეძლეს მათ არ დაერღვიათ ეს პრინციპები და ამავე დროს შეძლეს საკუთარი წარმოება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ და ჩამოვყალიბდეთ საქართველოს შემთხვევაში რისი ალტერნატივა გვაქვს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ და როგორ“.



რუსთავის მეტალურგიული ქარხანა შპს „რუსთავის ფოლადის“ გენერალურმა დირექტორმა, ნუგზარ კაჩუხაშვილმა, სს „ჰაიდელბერგ ცემენტის“, შპს „ჯეოსტილის" ხელმძღვანელმა მიხაელ ჰამპელმა და წარმომადგენელმა ჰარდიფ სინგჰიმ მეტალურგიისა და სამშენებლო მასალების წარმოების დარგში მოქმედ საწარმოებში არსებულ პრობლემებზე, იმპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე, დემპინგზე და ხარისხის კონტროლზე ისაუბრეს.




ისინი მოითხოვენ ხელისუფლებამ დაიცვას თავისუფალი ბაზარი არაკეთილსინდისიერი მოთამაშეებისგან, რომლებიც დემპინგის პირობებში ხელს უშლიან ადგილობრივი მრეწველობის განვითარებას.



მეწარმეთა განცხადებით, ხელისუფლებამ ანტიდემპინგური კანონმდებლობით უნდა უზრუნველყოს ამ პრობლემების მოგვარება.



კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი,საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები.



აღნიშნულ საკითხზე გაიმართა ხანგრძლივი დისკუსია, რის შემდეგაც შეთანხმდნენ, რომ დამატებითი შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა ფორმატში, რათა დეტალურად აწონ-დაწონონ შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავების დადებითი და უარყოფითი მხარეები.




დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...

ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება
access_time2020-07-08 20:00:35
ევროპამ კორონავირუსის პანდემია დაძლია, კარანტინი მოხსნა და საზღვრების გახსნისთვის ემზადება.მიზანია ნორმალური ცხოვრების აღდგენა და გაჩერებული ეკონომიკის ამოქმედება. ჩამოშლის სტადია შეჩერებულია, ეკონომიკური აქტიურობა აღდგენას იწყებს, თუმცა ეკონომისტები ფულის თვლას იწყებენ იმაზე, თუ ასწლეულის უმსხვილესი კრიზისიდან გამოსვლისთვის  რა თანხები იქნება საჭირო. ოპტიმისტები  რამდენიმე მიზეზის გამო უმცირესობაში...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...


მსგავსი სიახლეები

up