დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

access_time2020-02-24 10:30:44

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს ფინანსთა მინისტრს ელოდებიან. ივანე მაჭავარიანი კომიტეტში ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ დაიბარა.


ფრაქციის წევრების ძირითადი კითხვები ტელეკომპანიების „რუსთავი ორის“, „იმედისა“ და „მაესტროს“ სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკს, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხს, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე“ 2017 წელს შეტანილ კანონპროექტსა და სიგარეტის აქციზთან დაკავშირებულ თემას ეხება.


ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის, გედევან ფოფხაძის შეფასებით, ფინანსთა სამინისტროს არათანმიმდევრული ფინანსური პოლიტიკა აქვს, რაზეც, მისივე თქმით, ქვეყნის პირველ ფინანსისტს პასუხების გაცემა მოუწევს.


„პირველი სამი საკითხი, რომლებზეც ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ მინისტრს, დაკავშირებული იყო 100 მილიონი დღგ-ის გაქრობასთან, ტელევიზიების დღგ-ის გადასახადებთან და აზარტული თამაშების დაბეგვრასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, აუცილებლად დავაყენებთ სიგარეტის აქციზთან დაკავშირებულ საკითხს და თუ ფორმატი მოგვცემს საშუალებას, სხვა თემებსაც წამოვწევთ. ამ საკითხებს აერთიანებს ერთი საერთო პრინციპი, ფინანსთა სამინისტროს არ აქვს თანმიმდევრული ფინანსური პოლიტიკა და პრაქტიკულად თავისი პოლიტიკით ის პირდაპირ ჯიბეში უყოფს ხალხს ხელს, ჩვენი საზოგადოების ყველაზე უფრო გაჭირვებულ ნაწილს აზარალებს ფინანსურად. აი, ამ კონტექსტში, მთლიანად ფინანსური პოლიტიკის კონტექსტში მინისტრს მოუწევს პასუხების გაცემა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.



ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატებისგან“ განსხვავებით, მინისტრის მიმართ კითხვები არ ექნებათ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს. კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განმარტებით, 20 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფარგლებში ივანე მაჭავარიანმა ყველა დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხები გასცა.


„ბატონმა მინისტრმა სესიაზე ძალიან ამომწურავად ისაუბრა ყველა იმ საკითხზე, რომელიც იქ იყო, ამიტომ არ მგონია, თვითონ ჩვენ რაიმე შეკითხვა გვქონდეს, მაგრამ ვინც მოიწვია, მათთვის, იმედია, იქნება ამის შესაძლებლობა“, – განაცხადა რომან კაკულიამ.


ბოიკოტის რეჟიმს განაგრძობენ და კომიტეტის სხდომას არ დაესწრებიან ფრაქციები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 11:30 საათზე დაიწყება.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up