„დარგის მოთამაშე სუბიექტებს ყოველთვის მეტი უნდათ“ - ფინანსთა მინისტრი ჯანდაცვის რეფორმაზე

„დარგის მოთამაშე სუბიექტებს ყოველთვის მეტი უნდათ“ - ფინანსთა მინისტრი ჯანდაცვის რეფორმაზე

access_time2019-11-28 12:29:39

„ჩვენი წარმომადგენლები მონაწილეობდენენ ამ პროცესში. მთავარია საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მდგრადობაა, მან უნდა გაუძლოს მრავალს წელს. იქ უნდა შემოვიტანოთ ის კომპონენტები, რომ მაქსიმალურად მოვიცვათ სერვისი და იყოს ფისკალუად მდგრადი. ვფიქრობ, რომ ეს რეფორმა წარმატებით გავა“,  ასე შეაფასა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საყოველთაო ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმა.


ივანე მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს რეფორმის შესახებ კონსულტაციები დარგის წარმომადგენლებთან ჰქონდა. 


„მინისტრს ქონდა კონსულტაციები, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ყველაფრის სრულად გათვალისწინება მოხდა. დარგის მოთამაშე სუბიექტებს ყოველთვის მეტი უნდათ. ეს უნდა იყოს მდგრადი და ეკონომიკურად გამართული მოდელი“,  განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.



შეგახსენებთ, რომ 26 სამედიცინო დაწესებულების და დარგობრივი ასოციაციების მოთხოვნის მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა მთავრობის № 520 დადგენილების 6 თვით გადავადებაზე, რომლებიც ძალაში 21 ნოემბრიდან შევიდა. რეფორმის მიზანი იყო კლინიკებს შორის ფასების გათანაბრება, თუმცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კატასტროფულად შემცირდა ფასები საქართველოში ისეთ ყველაზე უფრო განვითარებულ მაღალტექნოლოგიური და მნიშვნელოვან სამედიცინო მიმართულებებზე, როგორიცაა რეანიმაციული მომსახურება, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმოლოგია, ნევროლოგია და ა.შ.. ჰოსპიტალურ სექტორტში აცხადებენ, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები არის სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლები.


ნინო თამაზაშვილი




ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...


მსგავსი სიახლეები

up