დარგები სადაც შრომის პროდუქტიულობა ყველაზე მაღალია

დარგები სადაც შრომის პროდუქტიულობა ყველაზე მაღალია

access_time2020-03-12 19:30:58

2018 წელს ქვეყანაში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39% სოფლის მეურნეობაზე მოდიოდა. ეს იმ დროს, როდესაც სოფლის მეურნეობას ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ 7.8% უჭირავს. ეს იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანთა შრომის პროდუქტიულობა ძალიან დაბალია.

 

შრომის პროდუქტიულობა იზომება იმის მიხედვით, თუ რამდენი ლარის დამატებულ ღირებულებას ქმნის დასაქმებული ადამიანი მოცემულ დროის მონაკვეთში.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევით, 2018 წლის მთლიანი შიდა პროდუქტი (დამატებული ღირებულებების ჯამი) ერთ დასაქმებულზე (იგულისხმება, როგორც დაქირავებით დასაქმებული, ისე თვითდასაქმებული) რომ დავიანგარიშოთ, თვეში საშუალოდ 2 020 ლარი გამოდის. ანუ ერთი დასაქმებულის საშუალო შრომის პროდუქტიულობა თვეში 2 020 ლარია. ამ დროს, თუ ცალკე დავთვლით სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო შრომის პროდუქტიულობას, თვეში 407 ლარი გამოდის, რაც ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ საშუალო შრომის პროდუქტიულობაზე 5-ჯე ნაკლები მაჩვენებელია.

 

შრომის პროდუქტიულობით სოფლის მეურნეობა სხვა სექტორებს შორის ბოლო ადგილზეა და ბოლოდან მეორე ადგილზე მყოფ განათლების სექტორსაც კი 2.5-ჯერ ჩამორჩება. სწორედ შრომის პროდუქტიულობის დაბალი დონეა ქართულ სოფლებში და მითუმეტეს, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების სიღარიბის მიზეზი. ამ სექტორში დასაქმებული პირები ვერ გამოიმუშავებენ იმდენ თანხას, რომ სიღარიბეს თავი დააღწიონ. თუმცა აღსანიშნავია, რომ, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს სოფლის მეურნეობაში შრომის პროდუქტიულობა ნომინალურ გამოსახულებაში 17%-ით გაიზარდა, ხოლო რეალურ გამოსახულებაში (ინფლაციის გავლენის გამოკლებით) კი - 13%-ით.

 

შრომის საშუალო თვიური პროდუქტიულობა, ლარი, 2018 წელი

 

•               ოპერაციები უძრავი ქონებით - 5,919

 

•               საფინანსო საქმიანობა - 4499

 


•               მრეწველობა - 4141

 

•               ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 3880

 

•               მშენებლობა - 3212

 

•               ვაჭრობა - 3106

 

•               ჯანმრთელობის დაცვა - 3040

 

•               სახელმწიფო მმართველობა - 3037

 

•               სასტუმროები და რესტორნები - 2373

 

•               კომუნალური და პერსონალური მომსახურება - 2129

 

•               განათლება - 1065

 

•               სოფლის მეურნეობა - 407

 

 

gbc.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up