დარჩება თუ არა შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების აკრძალვა ცუდ მოგონებად - ევროკავშირი შიდა საზღვრების გახსნისთვის ემზადება

დარჩება თუ არა შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების აკრძალვა ცუდ მოგონებად - ევროკავშირი შიდა საზღვრების გახსნისთვის ემზადება

access_time2020-05-17 20:00:41

დარჩება თუ არა შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების აკრძალვა ცუდ მოგონებად? ევროკომისიას ეს ძალიან სურს. 4-მა ქვეყანამ - საფრანგეთმა, გერმანიამ, ავსტრიამ და შვეიცარიამ   - ამ მიმართულებით მოძრაობა უკვე დაიწყო. კერძოდ 13 მაისს მათ წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს - თუ  ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად არ გაუარესდა, 15 ივნისიდან ამ ქვეყნებს შორის საზღვრები გაიხსნება.

 

პარალელურად, 15 მაისიდან თავისუფალი გადაადგილება ბალტიის 3 ქვეყანას შორის აღდგა - მათ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 5 მაისს მიიღეს.

 

თუმცა, ევროკომისია არ ჩქარობს -  ბრიუსელში საზღვრების გახსნის 3-ეტაპიანი გეგმა  დაამუშავეს, რომელიც კონკრეტულ  ვადებთან მიბმული არაა. ეს სტრატეგია ზუსტ კრიტერიუმებს, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და ქვეყნებში საავადმყოფოებში საწოლ ადგილების რაოდენობას ეყრდნობა.

 

პირველ ეტაპზე ევროკავშირის ქვეყნები მიმდინარე კონტროლს, განსაკუთებით, მოსაზღვრე რეგიონებში, შეარბილებენ. შემდეგ ისინი საზღვრების გახსნას შეძლებენ, ისევე როგორც ეს 4-მა ხსენებულმა ქვეყანამ გააკეთა.

 

მე-3 ეტაპზე ევროკავშირში გადაადგილების ყოველგვარი აკრძალვები მოიხსნება, საავტომობილო მოძრაობა აღდგება, აეროპორტები ამუშავდება.

 

სავარაუდოდ, ეს ყველაფერი უახლოეს თვეებში  მოხდება, თუმცა, ამის გარანტია არ არსებობს.


 

თუმცა, ევროკომისიის სტრატეგიას ბევრი წყალქვეშა დინებები აქვს - ისეთები, როგორც, მაგალითად, დისკრიმინაცია.

 

კერძოდ, თუ ბრიუსელი რომელიმე ქვეყანას ან რეგიონს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არასაკმარისად უსაფრთხოდ ჩათვლის, ის საზღვრების დახურვის შესაძლებლობას იტოვებს. მაგალითად, შვეიცარია და ავსტრია საზღვრების გახსნას იტალიასთან ჯერ არ გეგმავენ.

 

საფრანგეთიც  იტალიელების და ესპანელებისთვის ჩაკეტილი დარჩება, თანაც ქვეყანაში ჩამომსვლელებს 2-კვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

 

ასეთი სანიტარული  დისკრიმინაცია რისკ-ჯგუფში შემავალ ქვეყნებში სიტუაციის გაუმჯობესებამდე შენარჩუნდება.

 

სხვა, უფრო მძიმე და გაუმართლებელი დისკრიმინაციის შემთხვევებიც არის - კერძოდ, ავსტრია გერმანიასთან საზღვრებს გახსნის, თუმცა, არა ჩეხეთთან, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესი არაფრით არაა.

 

ევროკომისია ასეთი პრაქტიკის მიუღებლობაზე საუბრობს - საზღვრების გახსნის დროს ადამიანების ეროვნებებად დაყოფა დაუშვებელია.

 

„გასაგებია, როდესაც  ქვეყნებთან, სადაც დაინფიცირების რისკი ჯერაც მაღალია, ჩაკეტილობა შესაძლოა შენარჩუნდეს. ამას რაღაცა გამართლება მაინც აქვს. თუმცა, დაუშვებელია ვიზიტორების ეროვნების მიხევდით გაყოფა, თითქოს რესტორანში კერძებს ვირჩევთ“ - მიიჩნევს გერმანელი ევროდეპუტატი ანდრეს შვაბი.

 Le Temps 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up