დაპირისპირება თხევადი გაზის სექტორში - ჩააყენა თუ არა ახლმა კანონმა ბაზრის სუბიექტები თანაბარ პირობებში

დაპირისპირება თხევადი გაზის სექტორში - ჩააყენა თუ არა ახლმა კანონმა ბაზრის სუბიექტები თანაბარ პირობებში

access_time2021-02-08 12:44:51

გასულ კვირას „კომერსანტზე“ გამოქვეყნებულ სტატიას სადაც თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკა ხოფერია აცხადებდა, რო მსხვილმა ბიზნესმა მცირე ბიზნესი სახელმწიფოს ხელით ჩაკეტა ეხმაურება „საქართველოს თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ნარიმან ფირცხელიანი. მედიაჰოლდინგი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


„სახელმწიფოს მხრიდან, კერძოდ კი  შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან ჩვენი დარგისადმი  გვერდში დგომა გამოიხატა შემდეგში :


ახალი კანონპროექტის ერთერთი ძირითადი მიზანი იყო 1 ტ თხევად გაზზე აქციზის გაზრდა 300 ლარიდან 450 ლარამდე, რაც ნამდვილად იქნებოდა  დამღუპველი   ჩვენი სექტორისთვის, რადგან თხევადი გაზის აქციზი შეუძლებელია იყოს დიზელის და ბენზინის აქციზზე უფრო მეტი ან მასთან გათანაბრებული. მათ    ახლოს       მიიტანეს ჩვენი   გულის ტკივილი და არგუმენტები და დატოვეს  2701 სასაქონლო კოდისთვის განკუთვნილი აქციზი ძველ ნიშნულზე ანუ 300 ლარზე.


   აღნიშნული კანონი მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით, რადგან ქვეყანაში   თხევადი გაზი გარდა 2701 კოდისა, ასევე შემოდიოდა  2901   სასაქონლო    კოდით, რომელიც   აქციზით არ იბეგრებოდა და რადგან  ხდებოდა მისი გამოყენება საავტომობილო საწვავის დანიშნულებით, იგი აყენებდა ბაზრის სუბიექტებს არათანაბარ პირობებში, ვინაიდან ორივე პროდუქტი იყო თვისობრივად საავტომობილო   საწვავი   და   არ   შეიძლებოდა        ერთი კოდი დაბეგრილიყო აქციზით და  მეორე არა.


თხევადი  გაზის ნულოვანი დაბეგვრის განაკვეთი  არსებობს ევროპაშიც,  მაგრამ განკუთვნილია სამრეწველო და გათბობის სფეროებისთვის, ხოლო ჩვენს რეალობაში ამ გამონაკლისის გამოყენება ბ-ნ ნიკა ხოფერიას მიერ ხდებოდა მისი კონკურენტების, ანუ ჩვენი ბაზრიდან  გასაძევებლად.


აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სესიაზე ასევე იქნა მიღებული აქციზის ერთ ეტაპიანი დაბეგვრა   ორ ეტაპიანი   დაბეგვრის  ნაცვლად, რაც ასევე ჩვენი მხრიდან იყო  მისასალმებელი, რადგან ძველი, ორ ეტაპიანი სქემის მიხედვით გაზი საზღვარზე შემოსვლისას      იბეგრებოდა    აქციზის      გადასახადით,  120  ლარით ტონაზე და   სადისტრიბიუციო ქსელებში    გადანაწილებისას     და    გაყიდვისას,    მეწარმე რეალიზატორი ვალდებული იყო საანგარიშო თვის  ბოლოს  დაეფიქსირებინა თვის    განმავლობაში გაყიდული გაზის რაოდენობა,  თუ რამდენი ტონა  იყო რეალიზებული ავტომობილებში და  რამდენი ტონა საყოფაცხოვრებო კუთხით. ავტომობილებში გაყიდული რაოდენობა უნდა დაბეგრილიყო მეორე ეტაპის აქციზით 180 ლარით, ხოლო საყოფაცხოვრებო კუთხით გაყიდული გაზი კი ამ 180 ლარით აღარ იბეგრებოდა. ამ ორეტაპიანი დაბეგვრის სქემიდან ნათლად ჩანს, რომ არაკეთილსინდისიერი განზრახვის მქონე მეწარმეებს ორეტაპიანი         დაბეგვრის პირობებში  შეეძლოთ  ავტომობილებში  ჩასხმული    გაზის  რაოდენობა საანგარიშო თვის დეკლარაციაში   დაეფიქსირებინათ ისე, ვითომ ეს გაზი იყო გაყიდული საყოფაცხოვრებო მიზნით და არა  ავტომობილებზე და ამ გზით შეეძლოთ გვერდი აევლოთ და არ გადაეხადათ მეორე  ეტაპის 180 ლარის აქციზი.



   რაც შეეხება კითხვას გაიზარდა თუ არა აქციზი 300 ლარით 2020 წლის ზაფხულის სესიაზე ახალი კანონის მიღების შემდეგ,   გეტყვით, რომ  კი, აქციზი ნამდვილად გაიზარდა, ოღონდ  მხოლოდ ნიკა ხოფერიასთვის, რადგან 2901 სასაქონლო კოდით შემოტანილ გაზზე ის საერთოდ არ იხდიდა აქციზის გადასახადს არც 120 და არც 180 ლარს. ეს კი  თავისთავად საშუალებას აძლევდა ბ-ნ   ნიკა ხოფერიას მოეხდინა ფასების დემპინგი და გაეყიდა გაზი საბაზრო ფასზე უფრო დაბალ ფასად, რაც ხელს უშლიდა ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებას და ხელს უწყობდა დანარჩენი მოთამაშეების ანუ ჩვენს გაკოტრებას.


   მოგახსენებთ, რომ ბ-ნ ნიკა ხოფერიას მიერ 2901 კოდზე აქციზის არგადახდა და მისი მხრიდან ამ ფაქტის ჩვენთვის დამალვა, გახდა „თხევადი გაზის ასოციაციის“ ჩამოშლის მიზეზი, სადაც მე-ნარიმან ფირცხელიანმა და ასევე სხვა იმპორტიორებმა და რეალიზატორებმა პარლამენტში ამ ამბის გაგებისთანავე, განხილვების მიმდინარეობისას განვაცხადეთ, რომ ვტოვებდით ბ-ნ ნიკა ხოფერიას ასოციაციას და ვემიჯნებოდით მის ერთპიროვნულ პოლიტიკას და განცხადებებს, რადგან ჩვენ, ჩვენის მხრივ შემოტანილ  თხევად გაზზე სრულად  ვიხდიდით აქციზს  ჯამში 300 ლარს ტონაზე, ხოლო  ის კი არ იხდიდა და როდესაც აღმოჩნდა, რომ თურმე კონკურენტული გარემოს არარსებობის გამო მთელი ჩვენი ფინანსური პრობლემების ძირითადი მიზეზი თავად ყოფილა  ბ-ნი  ნიკა ხოფერია, რომლის პოლიტიკისაც ჩვენ გვჯეროდა და პირნათლად ვენდობოდით მას, ჩვენ ყველამ დავტოვეთ მისი კუთვნილი ასოციაცია.


 ზემოთაღნიშნული ახალი კანონის მიღების შემდეგ გაუქმდა 2901 სასაქონლო კოდის ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი და იგი გაუტოლდა 2701 კოდზე არსებულ აქციზის ოდენობას, ანუ 300 ლარს.


   ამჟამად, ბ-ნი  ნიკა ხოფერიას ასოციაცია წარმოადგენს „ერთი კაცის“  ასოციაციას, რადგან ყველა წამყვანმა შემომტანებმა და რეალიზატორებმა ერთხმად დავტოვეთ იგი და გამოვედით მისი ასოციაციიდან.


   რაც შეეხება  ჩვენს მიერ შექმნილ ახალ ასოციაციას, ჩვენ დავაფუძნეთ  „თხვევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზტორთა ასოციაცია“ სადაც ვართ გაერთიანებული შემომტანები და რეალიზატორების წამყვანი ძალა და ჩვენი ძირითადი გამაერთიანებელი მიზანი არის ეკოლოგიურად სუფთა საწვავის პოპულარიზაცია და გავრცელება ჩვენს ქვეყანაში.


  მოგეხსენებათ, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ დაბინძურებული ჰაერი ონკოლოგიურ დაავადებების მიზეზია და სამწუხაროდ საქართველოში თითქმის აღარ დარჩა ოჯახი რომელსაც არ შეეხო ვერაგი ონკოლოგია, კიბოს პოპულაციური რეგისტრის მიხედვით საქართველოში ყოველწლიურად კიბოთი ავადდება საშუალოდ 10’000 ადამიანი. რაშიც 80% დაბინძურებული ჰაერის ბრალია.


 საქართველო აღნიშნული პრობლემის წინაშე დგას უკვე მრავალი წელია, რასაც მოწმობს ევროპარლამენტის რეზოლუციაც, რომლითაც ევროპარლამენტმა საქართველოს ასოცირების შეთანხმებისკენ მოუწოდა და დაავალა ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ სტრატეგიის შემუშავება. შესაბამისად, ევროპის მაგალითზე ამ ეტაპისათვის აღნიშნულის შესასრულებლად ერთადერთ ყველაზე სწრაფ გზას წარმოადგენს ბენზინის და დიზელის საწვავის თხევადი და ბუნებრივი გაზით  ჩანაცვლება, რადგან თხევადი და ბუნებრივი გაზი ეკოლოგიურად სუფთა საწვავებია და ისინი წვის შედეგად არ ქმნიან მძიმე  ნარჩენებს.


ჩვენი ასოციაციის მიზანია ერთად ვიზრუნოთ თხევადი და ბუნებრივი გაზის პოპულარიზაციასა და ამ კუთხით გამართული საკანონმდებლო ნორმების მიღებაზე, რომელიც თავის მხრივ ქვეყანაში ჯანსაღი გარემოს შექმნის უპირველესი საწინდარია.


დარწმუნებული ვართ, „საქართველოს ბიხნეს ასოციაციასა“ და ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად, უზრუნველვყოფთ ბიზნესის ამ სფეროს დინამიური განვითარებისა და კონკურენტული გარემოსათვის საჭირო ყველა პირობას შექმნას და შედეგად  მაქსიმალურად გავაუმჯობესებთ ეკოლოგიურ სფეროს ჩვენს ქვეყანაში“, - ნათქვამია განცხადებაში. 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up