დაპაუზებული ინვესტიციები და შემცირებული შემოსავლები - როგორ უმკლავდება კომპანია „დიო“ პანდემიის შედეგებს

დაპაუზებული ინვესტიციები და შემცირებული შემოსავლები - როგორ უმკლავდება კომპანია „დიო“ პანდემიის შედეგებს

access_time2020-03-24 19:30:21

„მარტის თვეში პროდუქციის რეალიზაცია გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. თუმცა,ამ თვის ხელფასების კუთხით, არცერთი ჩვენი თანამშრომელი არ დაზარალდება.“ -  კომპანია „დიო“-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა აქტივობა მკვეთრადაა შემცირებული, შესაბამისად, კომპანია თანამშრომლების შენარჩუნების გეგმის შემუშავებას ცდილობს.


კორონავირუსის გავრცელებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, სხვა კომპანიებთან ერთად ,,დიო’’-მ კომპანიის ოფისებსა და შოურუმებში სადეზინფექციო ღონისძებები განახორციელა, თანამშრომლები კი სპეციალური აღჭურვილობით ემსახურებიან მომხმარებელს.


თუმცა, თამაზ დაუშვილის თქმით, ვირუსის შეჩერების მცდელობას  მომხმარებლის აქტივობის შემცირება ახლავს, მაშინ ოპერირება ბაზარზე რთულდება და აპრილის თვეში უცნობია რა რეალობის წინაშე აღმოჩნდება ბიზნესსექტორი.


 „ასეთი კრიზისისთვის არავინ იყო მზად. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ფუნქციონირება გაგვეგრძელებინა,  ჩვენ განვახორციელეთ ყველა ღონისძიება უსაფრთხოების კუთხით - იქნებოდა ეს ოფისების დეზინფექცია თუ თანამშრომლების აღჭურვა ყველა საჭირო საშუალებებით. მზად ვიყავით, რომ ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით გვემუშავა, მაგრამ რაც უფრო  იმატებს შეზღუდვები საქმიანობაში, მით უფრო ძნელდება ოპერირება,  შესაბამისად მომხმარებლის აქტივობაც მცირდება.  ჩვენი მთავარი ამოცანა იყო გაგვეგრძელებინა მუშაობა ისე, რომ  დაგვეცვა თანამშრომლები, კომპანია,  ოჯახის წევრები და საზოგადოება. ახლა  ჩვენი კომპანია ნაწილობრივ დისტანციური რეჟიმით მუშაობს, თანამშრომლები მორიგეობით დადიან, შემოსავლები შემცირდა. 



რაც შეეხება შემდეგ თვეს,   გვაქვს სურვილი, რომ გავაგრძელოთ მუშაობა, რადგან ჩვენი კომპანია არ მოექცა იმ სექტორების რიცხვში, რომელთაც ეკრძალებათ ბიზნესის წარმოება. შემდეგი თვის ხელფასებს რაც შეეხება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. თუ მომხმარებელმა აქტივობა შეწყვიტა, უკვე სხვა რეალობა გვესახება. ხოლო თუ ფუნქციონირება შევძელით, შვეცდებით შევინარჩუნოთ თანამშრომლების მაქსიმალური რაოდენობა, რათა მათ მიიღონ  გარანტირებული შემოსავალი.


მე მინდა მოვუწოდო ყველას იაქტიურონ იმიტომ, რომ თუ ვეცდებით რომ ხელები არ ჩამოვყაროთ და გავითვალისწინოთ რეკომენდაციები ვფიქრობ, რომ შევძლებთ გავაგრძელოთ ოპერირება ისე, რომ ბიზნესი სრულად არ გაჩერდეს. “  - აღნიშნა კომპანია „დიო“ს დამფუძნებელმა.


მისი ინფორმაციით, კომპანია „დიოს“ საინვესტიციო გეგმები დროებით გადაიდო. საუბარია, გაფართოებული საწარმოების დასრულებაზე თბილისსა და ქუთაისში და ახალი სეზონის მოლოდინზე.


 „რამდენიმე ინვესტიცია უკვე განვახორციელეთ, ავაშენეთ ახალი საწარმო და ველოდებოდით ახალ სეზონის დაწყებას, ქუთაისსა და თბილისში საწარმოების ოფიციალურ გახსნას ვგეგმავდით, ეს ყველაფერი ჯერჯერობით შეჩერდა. ამასობაში იმედი გვაქვს, რომ ბანკებთან ერთად კოორდინირებულად შევძლებთ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, რადგან ეს ინვესტიციები ბანკებთნ ერთად განხორციელდა და ერთერთი მთავარი გამოწვევაა ბანკის კრედიტის გადახდა.“ - განმარტა თამაზ დაუშვილმა.


მარიამ მორგოშია 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up