„დანკინი” საქართველოში უკვე 24 რესტორნით არის წარმოდგენილი

„დანკინი” საქართველოში უკვე 24 რესტორნით არის წარმოდგენილი

access_time2018-12-06 13:00:00


„ვისოლ ჯგუფმა“ ბათუმის ცენტრში, აბაშიძის ქუჩა N9-სა და სავაჭრო ცენტრ “მეტრო სითიში” „დანკინის“ ორი ახალი რესტორანი გახსნა. შესაბამისად, აჭარაში ლეგენდარული ამერიკული ბრენდის უკვე სამი რესტორანია წარმოდგენილი. პირველი „დანკინის“ რესტორანი შავიზღვისპირეთში გასული წლის სექტემბერში გაიხსნა და ლეგენდარული ამერიკული ბრენდი მთელს საქართველოში უკვე 24 რესტორნით იქნება წარმოდგენილი.




“ჩვენთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ მხოლოდ სამ წელიწადში შევძელით საქართველოში ლეგენდარული ამერიკული ბრენდის „დანკინის“ რესტორნების ფართო ქსელის შექმნა. „დანკინი“ საქართველოში ყავისა და ყავის პროდუქტების რესტორნების ინდუსტრიაში უდაო ლიდერია და კომპანიის პოზიცია კიდევ უფრო გამყარდება 2019 წელს. კომპანიის გაძლიერებაში ასევე მნიშვნელოვან როლს შეიტანს ის გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკაში ამა წლის სექტემბერში კომპანიის რებრენდინგთან დაკავშირებით მიიღეს. კერძოდ, მთელ მსოფლიოში “დანკინ დონატსის” რესტორნები 2019 წლიდან “დანკინის” ბრენდით იქნებიან წარმოდგენილები”, აცხადებს „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.




აღსანიშნავია ის, რომ რებრენდინგის შემდეგ საქართველოში უკვე ახალი ბრენდის ქვეშ - “დანკინის” პირველი რესტორნები ქ. ბათუმში გაიხსნა. დეკემბრის მეორე ნახევარში ქ. თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე გაიხსნება “დანკინის” კიდევ ერთი რესტორანი. როგორც ახალი რესტორანი ლესელიძის ქუჩაზე, ასევე ყველა რესტორანი, რომელიც მომავალში გაიხსნება იფუნქციონირებს “დანკინის” ბრენდის ქვეშ. ის რესტორნები კი, რომლებიც დღეისათვის “დანკინ დონატსის’ ბრენდის ქვეშ ფუნქციონირებენ უახლოეს პერიოდში “დანკინის” ბრენდის ქვეშ დაიწყებენ ოპერირებას.


“ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს მარტივად შეუძლიათ გადაწყვიტონ დილას, შუადღეს თუ საღამოს სად ისიამოვნონ მადისაღმძვრელი კერძებით. განსაკუთრებით გვახარებს ის დადებით სიგნალები, რომლებიც რებრენდინგის შემდეგ იკვეთება. ჩვენი კომპანიის ყოველდღიური გაყიდვების 50% ყავაზე და ყავის პროდუქტებზე მოდის და ეს მაჩვენებელი მთელი ჩვენი ქსელის რებრენდინგის შემდგომ კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან, სენდვიჩების ასორტიმენტს ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით და მომხმარებლებს დამატებით კერძებს შევთავაზებთ“, აცხადებს „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.
საქართველოში უმაღლესი ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 20-ზე მეტი სახეობის ცივი და ცხელი ყავის მოყვარულთათვის “დანკინი” შეუცვლელი თავშეყრის ადგილი გახდა. ამას გარდა, “დანკინის” რესტორნებში წარმოდგენილია 20-ზე მეტი უგემრიელესი სენდვიჩი, ქართული საცხობის პროდუქტები, საუზმე გრანოლათი და სხვა მრავალი. კომპანიის ბრუნვის 25% კი მრავალფეროვან დონატებსა და ფრანგულ ფუნთუშეულზე მოდის.



(R)



თეგები:
დანკინი



ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება“ დატოვა - ვინ იქნება შემდეგი

ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება“ დატოვა - ვინ იქნება შემდეგი
access_time2019-02-22 12:06:38
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დატოვა. შესაბამისი განცხადება მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.  „რთულია ვთქვა, მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა... ქართული ოცნება ასცდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის იდეალებს. ჩვენ გვაქვს ღირებულებათა სხვაობა,- განაცხადა ეკა ბესელიამ.“ აღნიშნული გადაწყვეტილება ეკა...

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
access_time2019-02-21 21:18:42
ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. შესაბამისი განცხადება გოგიჩაიშვილმა რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. “ყველაფერი ნათელია. მე დღეს უნდა დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობის ფორმატში პარლამენტის ტრიბუნაზე ბოლო გამოსვლა მქონდა. ჩემთვის ზღვარი წაიშალა. მე ვშიშობდი, რომ ეს ზღვარი წაიშლებოდა. მორალური ზღვარი აღარ არსებობს. "ოცნებამ" დღეს დაკარგა მორალური უპირატესობა, ვინაიდან იმ ადამიანებს დაუჭირა მხარი, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში...

ეროვნული ბანკის მორიგი განცხადება თიბისი ბანკზე

ეროვნული ბანკის მორიგი განცხადება თიბისი ბანკზე
access_time2019-02-21 18:15:19
საქართველოს ეროვნული ბანკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ფინანსური სექტორის სტაბილურობას. კომერციული ბანკების ზედამხედველობა საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება  თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, თიბისი ბანკის...

ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე

ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე
access_time2019-02-21 18:55:45
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კონფლიქტი ამოწურულია, „თიბისი ბანკმა“ უნდა გადაიხადოს ჯარიმა და ეს თემა არის დახურული. როგორც კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია,...

შვიდი საუკეთესო ბურგერი თბილისში

 შვიდი საუკეთესო ბურგერი თბილისში
access_time2019-02-22 11:00:28
ევროპაში და ამერიკაში დანერგილმა „კრაფტ ბურგერის“ კულტურამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოშიც შემოაღწია და დღეს ჩვენ ქვეყანაში  საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.   „კრაფტ ბურგერის“ სეგმენტში რომელი საბურგერეა დღეს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი? — ამ თემაზე „კომერსანტმა“ გამოკითხვა ჩაატარა....


მსგავსი სიახლეები

up