დანიური ავეჯის საცალო ვაჭრობის კომპანია JYSK - მა გამოაცხადა, რომ რუსეთში 13-ვე მაღაზიას, რომლებმაც მუშაობა 3 მარტიდან შეაჩერეს დახურავს. - ამის შეახებ ინფორმაციას გამოცემა kommersant ავრცელებს. მათივე ინფორმაციით 31 მარტს საცალო ვაჭრობის მაღაზიები დროებით გაიხსნება. როგორც კი საქონელი გაიყიდება, მაღაზიები დაიხურება.
JYSK-ის პრესრელიზში ნათქვამია, რომ კომპანია დაუკავშირდება იმ შენობების მფლობელებს, სადაც მისი მაღაზიებია განთავსებული და მათთან თანამშრომლობას შეწყვეტს.
„დღევანდელ ვითარებაში მენეჯმენტი და ჩვენი მფლობელები რუსეთში საქმინობის შეწყვეტის გარდა სხვა ალტერნატივას ვერ ხედავენ“ - განმარტა JYSK-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა იან ბოგმა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე უცხოურმა კომპანიებმა რუსეთში საქმიანობის მასიურად შეჩერება დაიწყეს. შვედურმა IKEA-მ, დანიურმა საყოფაცხოვრებო ნივთების საცალო ვაჭრობამ Jysk-მა, შვედურმა H&M Group-მა (ასევე ოპერირებს COS, Monki და სხვა მაღაზიები), ფინურმა სუპერმარკეტების ქსელმა Prisma-მ უკვე შეწყვიტეს მუშაობა რუსეთში.