დანის ტარების პრობლემა მოზარდებში - ლევან როგავა

დანის ტარების პრობლემა მოზარდებში - ლევან როგავა

access_time2022-09-19 11:34:24

საქართველოში საერთაშორისო ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს ფედერაციის შეფ-ინსტრუქტორი ლევან როგავა მოზარდებში დანის ტარების პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით დანის ჯიბით ტარება აკრძალულია, თუმცა ფაქტები მაინც ფიქსირდება.


ლევან როგავა მშობლებს მოუწოდებს, რომ თუ შვილს დანას აღმოუჩენენ, ნუ დატოვებ ამ ფაქტს რეაგირების გარეშე, ნუ იქნები გულგრილი.



ლევან როგავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გთავაზობთ უცვლელად:



„დანის ტარების მიზეზები მოზარდებში - ჩემგან აღქმული და დანახული.

პრობლემა, რომელიც არის ჩვენში, რის გამოსასწორებლად მუდმივად უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ. მოდუნების უფლება არ გვაქვს, რადგან სამწუხაროდ ჩვენს გარშემო, ამის უამრავი ტრაგიკული მაგალითი არსებობს.
მოგიყვებით ერთ ამბავს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ შევესწარი.



შევდივარ მარკეტში და ყავის აპარატთან დგას ბიჭი, ასაკით დაახლოებით 17 წლის. ვხედავ რომ, ერთ ხელში უჭირავს ყავის ჭიქა, ხოლო მეორე ხელში ჯიბის გახსნილი დანა და ამ დანით იწყებს ყავის მორევას. იმდენად აშკარად და თვალსაჩინოდ, რომ არც მალავს ამ უცნაურ საქციელს. მე დანის ბრენდსაც კი ვაფიქსირებ, რადგან ისეთი აშკარაა მისი ქცევა.


დაასრულა ყავის მორევა და ხელის ძალიან სწრაფი მოძრაობით დანა დაკეცა და ჯიბეში ჩაიდო, ფაქტობრივად წამში გააქრო. მე ვიღებ ჩემს პროდუქტს, ეს კი ამ პერიოდში განუწყვეტლივ ხმაურობს, ხან საკუთარ თავთან და ხან დამხმარე პერსონალთან.


სალაროსთან რიგში, აღმოვჩნდი მის უკან. გააზრებულად ვეცადე შემეგრძნო მისი შინაგანი მდგომარეობა და კარგად დავაკვირდი მას. მინდოდა გამეგო თუ რას განიცდიდა ის იმ მომენტში. ვიგრძენი, რომ ეს ახალგაზრდა ბიჭი სავსე იყო შიშით, კომპლექსებით, ბოღმით და უსიყვარულობით.


ის იმდენად გაუწონასწორებელი და მშფოთვარე იყო რომ ნებისმიერ არასტაბილურ, ემოციურ სიტუაციაში, მწყობრიდან გამოსული გახსნიდა და ვერც კი მოასწრებდა დაფიქრებას ისე გამოიყენებდა ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ. ეს ახალგაზრდა ბიჭი შინაგანად ისეთ მდგომარეობაში იყო რომ მისი მწყობრიდან გამოყვანა კი ნებისმიერ, უმნიშვნელო რამესაც ადვილად შეეძლო.


ჩვენი კანონმდებლობით დანის ჯიბით ტარება აკრძალულია, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ დანის ტარება უბრალო საქმე არ არის. შენს შვილს დანას რომ აღმოუჩენ ჯიბეში, არ ენდო მას და ნუ დატოვებ რეაგირების გარეშე, ნუ იქნები გულგრილი. კარგად გააცნობიერე, რომ ეს არის უდიდესი რისკი, განსაკუთრებით მოზარდებში. დიდი საფრთხე პირადად მისთვის ვინც ატარებს დანას და რა თქმა უნდა პოტენციური მსხვერპლისთვის თავისთავად. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ტიპის ადამიანები სახლში “ამუღამებენ” დანის სწრაფად ამოღებას, ალბათ წარმოსახვითაც ხშირად წარმოუდგენია და უფიქრია როგორ დაჭრის ადამიანს.


მაფიქრებს და მაწუხებს, თუ რატომ არიან ეს ბავშვები ასეთი აგრესიულები?


ან როგორ შეიძლება ჩვენ ვიყოთ უმოქმედოდ და არხეინად?


ალბათ ხშირ შემთხვევაში ჩვენ, მშობლები ვაკლებთ მათ მთავარს ან გვეშლება რაღაც.


ასეთ ბავშვებს ალბათ სიცოცხლის სიყვარული და ბედნიერების განცდა აკლიათ და ამიტომ არ მიაჩნიათ სხვისი სიცოცხლეც არაფრად“, - წერს სოციალურ ქსელში ლევან როგავა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up