დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პირველ ნოემბერს დანიშნა.
„ჩვენ გვსურს გვქონდეს ფართო მთავრობა პარტიებით, ცენტრალური პოლიტიკური ხაზის ორივე მხარეს“, - თქვა ფრედერიკსენმა თავის გამოსვლაში.
ბოლოდროინდელი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ფრედერიკსენის სოციალ-დემოკრატიულ მთავრობასა და მემარცხენე პარტიებს, რომლებიც მხარს უჭერენ და მემარჯვენე ბლოკს, რომელსაც ხელმძღვანელობს კონსერვატიული ან ლიბერალური პარტია, წარმატების თითქმის თანაბარი შანსი აქვთ.
ბევრი პოლიტიკური ანალიტიკოსი ელოდა, რომ ფრედერიკსენი ოთხშაბათს ვადამდელ არჩევნებზე გააკეთებდა განცხადებას, რათა ხელი შეეშალა მის ადმინისტრაციისადმი უნდობლობის გამოცხადებისთვის ერთ-ერთი მოკავშირის მხრიდან.
დანია გლობალური პოლიტიკური კრიზისის ცენტრშია მას შემდეგ, რაც გასულ კვირას „ჩრდილოეთის ნაკადის“ ორი მილსადენი დაზიანდა, რომლითაც რუსეთიდან ევროპაში გაზი ტრანზიტი ბალტიის ზღვის გავლით ხორციელდებოდა. მომხდარს, მსოფლიო ლიდერები დივერსიულ აქტს უწოდებდნენ.
დანიაში მთავრობის მეთაურებს უფლება აქვთ დანიშნონ არჩევნები, როცა მოესურვებათ, იმ პირობით, რომ წინა არჩევნებიდან ოთხი წლის განმავლობაში ჩატარდება.