დანიის მთავრობა ქვეყანაში არსებული კოვიდ-რეგულაციების სრულიად გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. დანიის პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, ქვეყანაში დარჩენილი ყველა კოვიდ-რეგულაცია მოიხსნება.
2 კვირის წინ დანიაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების უმეტესობა გაუქმდა, მათ შორის გაიხსნა თეატრები და კინოთეატრები. მომდევნო კვირიდან კი პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, ქვეყანაში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ასევე გაუქმდება რესტორნებისა და კვების ობიექტებისთვის დაწესებული საათობრივი შეზღუდვა, გაიხსნება ღამის კლუბებიც.
აღსანიშნავია, რომ კოვიდ-რეგულაციების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიისა და ნიდერლანდების ხელისუფლებებმაც.
IPN.GE