გადაწყვეტილება დანიის მთავრობამ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესწავლის შემდეგ მიიღო. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი აცხადებს, რომ ქვეყანა COVID19-ის წინააღმდეგ წარმატებულად იბრძვის და მალე პარლამენტის წინაშე დააყენებს საკითხს, რომ ეკონომიკური საქმიანობაც აღდგეს და სავაჭრო ობიექტები გაიხსნას.
რაც შეეხევა სკოლებსა და ბაღებს მთავრობის მიერ დაწესებული უსაფრთხოების წესების დაცვა მოუწევთ. სავალდებულოა სოციალური დისტანციის დაცვა.ის სკოლები და ბაღები, რომლებშიც ამ წესების დაცვა ვერ ხერხდება, აღსაზრდელებს მომავალი კვირიდან მიიღებენ.
ბოლო მონაცემებით, დანიაში კორონავირუსის 6 496 დადასტურებული შემთხვევაა. Covid-19 -ით, 299 ადამიანი დაიღუპა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge