დანიამ საზღვრებსი გასნა წყვილებისთივს, რომლებსაც პარტნიორთან დაშორება კარანტინის გამო მოუწიათ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ორშაბათიდან სახელმწიფოში ჩასვლა სკანდინავიის ქვეყნებსა და გერმანიაში მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ, რომლის მეორე ნახევარიც დანიაში იმყოფება. მათ ურთიერთობის დასამტკიცებლად ფოტოებით, შეტყობინებებით და ელექტრონული წერილების წარდგენა მოუწევს. თუმცა მომდევნო დღეებში ეს რეგულაციები უფრო შესუსტდება და ნებართვის მისაღებად მხოლოდ ორივე პარტნიორის მიერ ხელმოწერილი წერილის წარდგენა იქნება საჭირო.
„თუ იტყვით, რომ ვიღაცის ბოიფრენდი ხართ და წერილს ხელს მოაწერთ, დავიჯერებთ, რომ ეს სიმართლეა“, - განაცხადა დანიის იუსტიციის მინისტრმა ნიკ ჰეკერუპმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Imedinews.ge