დანია ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებიდან ჩასულ ვაქცინირებულ მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის ნებას დართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, 1 მაისიდან მოქალაქეები, მათ შორის ტურისტები, დაინფიცირების დაბალი მაჩვენებლის მქონე ევროკავშირის ან შენგენის ზონის ქვეყნებიდან დანიაში შესვლას კოვიდ 19-ზე აღებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენისა და კარანტინის გავლის გარეშე შეძლებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სრულად იქნებიან ვაქცინირებულები.
გამოცემა Bloomberg-ის სტატისტიკის თანახმად, დანიაში დღემდე კორონავირუსის ვაქცინის 1 438 148 დოზაა გამოყენებული და ქვეყანის მოსახლეობის 7.9 სრულად ვაქცინირებულია.
ცნობისათვის, დანიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 238 869 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელებულია 228 007 და დაღუპულია 2 446 ადამიანი.
IPN.GE