დანია 2022 წელს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოების დაწყებას გეგმავს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.
მისი თქმით, ტენდერის გასაჯაროება რამდენიმე კვირაში მოხდება.
„ჩვენ მეტი ვაქცინა გვჭირდება, ამიტომ წარმოება უნდა დავიწყოთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ვაქცინებს კერძო კომპანიები აწარმოებენ.
გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, დანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 1 801 377 დოზაა გამოყენებული და სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის 10%-ია.
IPN.GE